https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მარკ რუტე: ევროპა რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადოს

    დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო

    დონალდ ტრამპი – გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მარკ რუტე: ევროპა რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადოს

    დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო

    დონალდ ტრამპი – გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სახელისუფლებო თავდასხმა საქართველოს ბუნებაზე

7:10; 17.10.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

2011 წლის გაზაფხულზე, საქართველოს მთავრობის სტრუქტურის მნიშვნელოვანი ცვლილებები გახორციელდა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და ენერგეტიკის სამინისტროების ნაცვლად, შეიქმნა გარემოს დაცვის სამინისტრო და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. ამ უკანასკნელს, ყოფილი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შემდეგი სტრუქტურული ერთეულები გადაეცა: გარემოს დაცვის ინსპექცია, საგამოძიებო დეპარტამენტი და სსიპ სატყეო სააგენტო. ეს ერთეულები მოგვიანებით დაიშალა. ახალ სამინისტროში ჩამოყალიბდა სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტო. სააგენტოს გადაეცა ტყის მართვის ფუნქციები, ასევე, მის მმართველობაში შევიდა ნადირობის, თევზჭერისა და სასარგებლო წიაღისეულის მართვის საკითხები (სალიცენზიო კვოტების დადგენა, სალიცენზიო პირობების შემოწმება და ა.შ.). გარდა ამისა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩამოერთვა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გადაეცა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის უფლების გაყიდვის ფუნქცია.

ამრიგად, ახალი სამინისტროს ხელში თავი მოიყარა ბუნებრივი რესურსების მართვასთან დაკავშირებულმა შემდეგმა ფუნქციებმა: სარგებლობის კვოტებისა და პირობების დადგენა, სალიცენზიო/საიჯარო ობიექტების მომზადება, ლიცენზიების გაყიდვა, ლიცენზიების კონტროლი, უკანონო სარგებლობის აღკვეთა.

არასამთავრობო ორგანიზაციის “მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორის, ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, რეფორმის გახორციელებამდე ენერგეტიკის სამინისტრო წარმოადგენდა ერთ-ერთ ძირითად და ძლიერ ბარიერს გარემოს დაცვითი პროექტების გახორციელებისთვის, მათ შორის, ახალი დაცული ტერიტორიების დაარსებისთვის. გასულ წელს, ენერგეტიკის სამინისტროს ინიციატივით, მინისტრთა კაბინეტის მიერ, უარყოფილ იქნა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ მომზადებული რაჭის ეროვნული პარკისა და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის შექმნის კანონპროექტები; ფარავანისა და საღამოს ტბებზე რამსაარის კონვენციით დაცული ტერიტორიების შექმნის წინადადებები.

_ მას შემდეგ, რაც ენერგეტიკის სამინისტროს დაექვემდებარა ტყეებისა და სხვა ბუნებრივი რესურსების გამოყენების საკითხები, მას გაცილებით მეტი ძალაუფლება მიეცა გარემოს დაცვითი პროექტების შესაჩერებლად. ამის თაობაზე შეშფოთებას გარემოს დაცვითი ორგანიზაციები მთავრობის სტრუქტურის რეფორმის დაგეგმვის სტადიაზევე გამოთქვამდნენ, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ამ სტრუქტურული რეფორმების შედეგად, გარემოს დაცვის სამინისტრო უფრო გაძლიერდებოდა და “წმინდა გარემოს დაცვითი უწყება” გახდებოდა. სამწუხაროდ, პირიქით მოხდა _ სამინისტრო დღეს გაცილებით ინერტული და სუსტია, ვიდრე რეფორმებამდე იყო.

სამაგიეროდ, საბოლოოდ დაირღვა ბალანსი გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსების გამოყენებას შორის, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა 2011 წლის ზაფხულის დასასრულს, როდესაც ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ რამდენიმე ინიციატივა გაახმოვანა: 1. ტყის სექტორის რეფორმა და ახალი სატყეო კანონმდებლობის ინიცირება; 2. წითელ ნუსხასა და დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცვლილებები; 3. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული რეგულაციების გამარტივება; 4. გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე ერთდროულად რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული და ენერგოპროექტის ინიცირება და დაწყება. 5. დაცული ტერიტორიების მარეგულირებელი კანონმდებლობის ცვლილება, იმ მიზნით, რომ შესაძლებელი გახდეს ეროვნულ პარკებში გარემოსათვის საზიანო სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელება.

ყველა აღნიშნული ინიციატივა ერთი სცენარის ნაწილია, რომელსაც, ერთობლიობაში, შეიძლება საქართველოს ბუნებაზე თავდასხმა ეწოდოს. ცვლილებები ძალზე სწრაფად და გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს, რაც აჩენს საფუძველს ვიფიქროთ, რომ დაკავშირებულია კონკრეტული ფინანსური ინტერესების ლობირებასთან, _ თქვა ჩვენთან საუბრისას ირაკლი მაჭარაშვილმა.

ტყის რეფორმა და ახალი სატყეო კანონმდებლობა

ამ ინიციატივის შესახებ, დაინტერესებული საზოგადოებისთვის ცნობილი 2011 წლის ივლისის ბოლოს გახდა, როდესაც მინისტრმა ხეთაგურმა მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი მოსახლეობისთვის იხსნებოდა ყველანაირი შეზღუდვა და მათ ნებისმიერი ოდენობით შეეძლებოდათ საკუთარი საჭიროებისთვის საშეშე და სამასალე მერქნის მოპოვება; გარდა ამისა, უკვე აგვისტოდან დაიწყებოდა ტყის მასივების გაყიდვა 49-წლიანი იჯარით.

_ მედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა განმარტებებისთვის მიმართეს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს და მოუწოდეს გაემართა საჯარო შეხვედრა ამასთან დაკავშირებით. საპასუხოდ, სამინისტრომ მხოლოდ რამდენიმე ორგანიზაცია მიიწვია 4 აგვისტოს, სასტუმრო “მეტეხი პალასში” გამართულ შეხვედრაზე და მინისტრმა ისაუბრა სატყეო რეფორმისა და სამომავლო გეგმების თაობაზე. სამინისტრომ უარი უთხრა ჟურნალისტებს, რომლებმაც შეხვედრაზე დასწრების თხოვნით მიმართეს. შეხვედრაზე მინისტრმა განაცხადა, რომ სამინისტროში იმ დროისთვის არ არსებობდა რაიმე დოკუმენტი (რეფორმის კონცეფცია, კანონპროექტი და სხვ.). შესაბამისად, ამ ეტაპზე ვერანაირ საჯარო ინფორმაციას ვერ გასცემდნენ. მინისტრმა წარმოადგინა პრეზენტაცია და ისაუბრა დაგეგმილ ქმედებებზე. ძირითადი საკითხები მინისტრის პრეზენტაციიდან: ძირითადი პრობლემა ტყეებთან მიმართებაში ტყის უკანონო ჭრაა. ამ პრობლემის მოგვარება სამინისტრომ დაიწყო არა ტყეში კონტროლის და დაცვის გაძლიერებით, არამედ გასაღების ბაზრის კონტროლის, ტრანსპორტირებისა და სახერხების კონტროლის გამკაცრებით. ამ მიზნით, უკვე შემოღებულია ელექტრონული ჩიპები, რომლითაც გაკონტროლდება მრგვალი მორების ტრანსპორტირება; შემოღებულია სპეციალური ანგარიშ-ფაქტურები, რომლითაც გაკონტროლდება/აღირიცხება მრგვალი მორის შესვლა სახერხებში; შეიქმნება ერთიანი ელექტრონული სისტემა, რომელზეც წვდომა ექნება როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს (საგადასახადო და საბაჟო უწყებები), ისე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს. მერქნის მოპოვება დაიყო ორ კატეგორიად: სოციალური ჭრები და კომერციული ჭრები. სოციალური ჭრები ეწოდება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ საშეშე და სამასალე მერქნის დამზადებას პირადი მოხმარებისთვის. მოიხსნა ყოველგვარი შეზღუდვა საშეშე და სამასალე მერქნის რაოდენობასთან დაკავშირებით: ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენელს შეუძლია იმდენი სამასალე და საშეშე მერქანი მოჭრას, რამდენიც მოესურვება. გამარტივდა ჭრის უფლების მოპოვების პროცედურები. სოციალური ჭრისათვის ადგილობრივ მოსახლეებს შეეძლებათ სწრაფი გადახდის აპარატებით (Pაყ ბოხ) გადაიხადონ და მიიღონ ჭრის ნებართვა, სადაც მითითებული იქნება: მფლობელის პირადი მონაცემები, გადახდილი თანხის ოდენობა, მოსაჭრელი მერქნიანი სახეობის დასახელება და ოდენობა, ტყეკაფის მდებარეობა, ტყეკაფის მოქმედების ვადები, ტყეკაფის მომსახურე სააგენტოს თანამშრომლის მონაცემები. კერძო საკუთრების ტერიტორიაზე მოპოვებულ ხე-მცენარეზე ცნობას გასცემს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. სოციალური ჭრებისთვის ტყეკაფის გამოყოფის ვალდებულება დაეკისრება ტყის იჯარის მფლობელს, _ თქვა მაჭარაშვილმა.

აკრძალულია

ახალი კანონმდებლობით იკრძალება: სოციალური ჭრით მოპოვებული მერქნისა და მისგან მიღებული მასალის ნებისმიერი ფორმით გაყიდვა; სამასალე ხე-ტყის (მორის) ტრანსპორტირება და ასევე, სახერხზე მიღება-გადამუშავება ელექტრონული ჩიპის და ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე (აკრძალვები ვრცელდება როგორც სოციალურ, ისე კომერციულ ჭრებზე).

კომერციულ ჭრებთან დაკავშირებით დაგეგმილია სერიოზული ცვლილებები. რეფორმის ოფიციალური მიზანი შემდეგია: გარემოს დაცვით და სოციალურ ფაქტორებთან დაბალანსებული ეკონომიკური ბრუნვის გაზრდა; სატყეო ფართობზე არსებული რესურსების ეფექტური ათვისება; ტყის რესურსის ეტაპობრივი ზრდა. მომზადდება ახალი ტყის კოდექსი და კანონქვემდებარე აქტები; რეგულაციები დაეყრდნობა საერთაშორისო სტანდარტების სისტემას; იჯარის მფლობელებისთვის სავალდებულო იქნება Fორესტ შტეწარდსჰიპ ჩოუნცილ (Fშჩ) მოთხოვნების დაკმაყოფილება. ადმინისტრირების სისტემა გამჭვირვალე და მარტივი იქნება.

ირაკლი მაჭარაშვილი: _ რეფორმის ძირითადი ამოცანები ამგვარია: სატყეო ფართობის გრძელვადიან მმართველობაში გადაცემა (იჯარა) 49 წლის ვადით, შემდგომი გაგრძელების ექსკლუზიური უფლებით; საქართველოს მთელი ტყეები, რომლებიც არ შედის დაცული ტერიტორიების ტყის ფონდში ან არ არის გაცემული ხე-ტყის დამზადების ხანგრძლივვადიანი ლიცენზიებით (დაახლოებით, 1 800 000 ჰექტარი), დაიყოფა მდინარეების აუზების მიხედვით საიჯარო აუქციონის ლოტებად. კონკრეტული მდინარის აუზი იჯარით გადაეცემა იმ ინვესტორს, ვინც იკისრებს ყველაზე მაღალ ყოველწლიურ საიჯარო გადასახადს. არსებული სალიცენზიო სისტემისგან განსხვავებით, ინვესტორი აღარ გადაიხდის მილიონობით ლარს ლიცენზიის აღებისას (როიალტი), ბუნებრივი რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვებისთვის. საიჯარო ქირის გადახდა დაიწყება მხოლოდ 1-2 წლის შემდეგ. აუქციონიდან პირველი-ორი წლის განმავლობაში, ტყის მოიჯარეს არ აქვს უფლება მოჭრას ხე და არც იჯარის ქირას იხდის. ის ვალდებულია, შეისწავლოს იჯარით აღებული ტერიტორია და შეადგინოს მართვის გეგმა. გეგმა უნდა მომზადდეს Fორესტ შტეწარდსჰიპ ჩოუნცილ (Fშჩ) სტანდარტების მიხედვით და დამტკიცდეს ამ ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებული აუდიტის მიხედვით. მოიჯარეს ექნება შემდეგი ვალდებულებები: 1. სატყეო ფართობის მოვლა, ტყის გაწმენდა, სანიტარული ჭრების ჩატარება, დაავადებათა პრევენცია; ინფრასტრუქტურის მოწყობა; ტყის დაცვა ხანძრის, ეროზიის და სხვა მავნე ზეგავლენისაგან; დაცვა უკანონო საქმიანობისაგან; ტყის განახლება (პრინციპი: 1 მოიჭრა _ 3 დაირგო); 2. მოსახლეობის დაუბრკოლებელი დაშვება ტერიტორიაზე დასვენების, ფიჩხის, კენკრის, სოკოს, შეგროვების, ასევე სხვა არალიცენზირებადი რესურსის მოპოვების მიზნით (მაგ., სპორტული თევზჭერა) და საქონლის ძოვების მიზნით (გამონაკლისი – ტყის განახლების ადგილები); სოციალური ჭრებისთვის ტყეკაფების გამოყოფა და იქ მისასვლელი გზების უზრუნველყოფა; ჭრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

დარღვევების აღმოჩენის და მათი გამოუსწორებლობის შემთხვევაში, მოიჯარეს შეუწყდება ხელშეკრულება. მოიჯარის მიერ ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სააგენტო ახორციელებს ვალდებულებას (მაგ., დარგავს ხეებს, თუ ამას მოიჯარე არ გააკეთებს) და მოიჯარეს აანაზღაურებინებს გაწეულ ხარჯს.

უფლებები

ირაკლი მაჭარაშვილი: _ მოიჯარეს უფლება ექნება: ისარგებლოს ფართობზე არსებული ბუნებრივი რესურსებით (არა მხოლოდ მერქნული რესურსები), მათ შორის, წიაღისეული რესურსებით; განავითაროს სხვადასხვა საქმიანობა/ინფრასტრუქტურა, მაგალითად: თევზის და სამონადირეო მეურნეობის წარმოება, ტურისტული ინფრასტრუქტურა; მიწის დამუშავება (სასოფლო/სამეურნეო მიზნით); პლანტაციური მეურნეობა და სხვა. მოიჯარეს ასევე ექნება უფლება, სამინისტროსთან შეთანხმებით, ტერიტორიები ქვეიჯარით გასცეს.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, მინისტრმა, დამაზუსტებელი კითხვების საპასუხოდ, გააკეთა შემდეგი განმარტებები:

მოიჯარეს უფლება ექნება, ტყით სარგებლობის მიზნით, იჯარით აღებულ ფართობზე დაიწყოს წიაღის მოპოვება, თუ ასეთი ნედლეული აღმოჩნდება; დაიშვება პირწმინდა ჭრები ბუნებრივ ტყეებში, სამაგიეროდ, იჯარის მფლობელი ვალდებული იქნება დარგოს ხეები; გაუქმდება აკრძალვები, რომლებიც დაკავშირებულია დიდი დაქანების ფერდობებზე ტყის ჭრასთან; მომავალში დაცული ტერიტორიები აღარ შეიქმნება, ვინაიდან, არსებული დაცული ტერტორიები ისედაც საკმარისია. არსებული დაცული ტერიტორიები ხელს უშლის ჰესებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელებას. ტყის დარჩენილი ფართობები მთლიანად გაიცემა იჯარით 49 წლის ვადით, იჯარის გაგრძელების ექსკლუზიური უფლების მინიჭებით და იჯარის მფლობელი უკეთ გადაწყვეტს, რა არის დასაცავი.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ასეთი რეგულაციები არსებობს ავსტრიის ტყის კოდექსში და თუ ვინმე ეტყვის, რომ ეს დაუშვებელია, ის მიუთითებს შესაბამის მუხლს ავსტრიის და გერმანიის კანონმდებლობაში. მან აღნიშნა, რომ ავსტრიაში, რასაც ბუნებრივ ტყეს ეძახიან, სინამდვილეში 200 წლის წინ ხელოვნურად გაშენებულია და ამით არაფერი არ შავდება.

მინისტრი შეხვედრის მონაწილეებს დაჰპირდა, რომ აგვისტოს ბოლოსთვის მზად იქნებოდა ახალი კანონმდებლობა, რომელიც გავრცელდებოდა საჯარო განხილვებისთვის. განხილვების შემდეგ, მთავრობა პარლამენტს გადაუგზავნიდა პროექტს შემდგომი განხილვისა და დამტკიცებისათვის.

შეკითხვაზე, თუ რამდენად იქნა გათვალისწინებული 2006-2007 წლებში ინიცირებული სატყეო რეფორმისას დაშვებული შეცდომები და ხარვეზები, მინისტრმა განაცხადა, რომ ყველაფერი გათვალისწინებულია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განხილვაში, როგორც რეფორმის იდეის ერთ-ერთი ავტორი, აქტიურად მონაწილეობდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ყოფილი მინისტრი, დავით ჩანტლაძე, რომელიც 2006-2007 წლებშიც იყო სატყეო სექტორის “რეფორმის” მთავარი ავტორი.

_ დამსწრეთა მხრიდან გაკეთდა შენიშვნა, რომ Fშჩ-ის სტანდარტების მიხედვით მართვის გეგმის მომზადებისა და აუდიტის სავალდებულო მოთხოვნები ჩადებული იყო 2007-08 წლებში გაცემული 20-წლიანი ლიცენზიების მოთხოვნებშიც, მაგრამ ლიცენზიების გაყიდვიდან ორ თვეში ეს მოთხოვნები გაუქმდა, ხოლო ლიცენზიების ძირითადი ნაწილის მფლობელები ყოფილი საჯარო მოხელეები აღმოჩნდნენ. პასუხად მინისტრმა განაცხადა, რომ ადრე ეს მოთხოვნა დამტკიცებული იყო მთავრობის დადგენილებით, ხოლო ახლა კანონით დამტკიცდება, რაც გარანტია იქნება იმისა, რომ საიჯარო პირობები არ შეიცვლება.

კიდევ ერთი მსგავსება 2007 წლის რეფორმებსა და ახლანდელს შორის: მაშინ რეფორმის მთავარი მოქმედი პირები იყვნენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე დავით ჩანტლაძე, სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარე ზვიად ჭეიშვილი და Fშჩ-ის დირექტორი ჰეიკო ლიდეკერი. 20-წლიანი ლიცენზიების გაცემას წინ უძღოდა მემორანდუმის დადება სატყეო დეპარტამენტსა და Fშჩ-ის შორის. ამჟამად, იგივე ჰეიკო ლედეკერი და დავით ჩანტლაძე ღიად მონაწილეობენ ახალი სატყეო კანონმდებლობის შედგენაში, _ ამბობს მაჭარაშვილი.

ტყის ინგლისურენოვანი კოდექსი

2011 წლის 5 სექტემბერს, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენელს ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაუგზავნა ტყის კოდექსისა და გრძელვადიანი იჯარის ხელშეკრულების პროექტები ინგლისურ ენაზე. სამინისტროს წერილის მიხედვით, აღნიშნული სამუშაო დოკუმენტების განხილვისთვის დაგეგმილი იყო არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრის ჩატარება მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, შეხვედრის ადგილი და დრო მოგვიანებით დაზუსტდებოდა.

ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს, რომ “საპასუხოდ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეშფოთება გამოხატეს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის განხილვისათვის არ იყო დაცული საჯაროობის ელემენტარული წესები. მათ უარი განაცხადეს შეხვედრაში მონაწილეობაზე, სანამ არ დაკმაყოფილდებოდა ელემენტარული მოთხოვნები; კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვდნენ, რომ გამოქვეყნებულიყო საჯარო განცხადება ტყის კანონმდებლობის პროექტის განხილვის შესახებ; განსახილველი დოკუმენტები გამოქვეყნებულიყო სახელმწიფო ენაზე; დადგენილიყო გონივრული ვადები დოკუმენტების განხილვისა და კომენტარების წარდგენისთვის.

გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლებელია, სამინისტრომ დაინტერესებული მხარეების ვიწრო წრესთან ასეთი შეხვედრები წარმოაჩინოს, როგორც ოფიციალური (ფორმალური) საჯარო განხილვები. ყურადსაღებია, რომ სამინისტრომ ვერანაირი ლოგიკური ახსნა ვერ მოუძებნა იმას, თუ რატომ ჩქარობდა ასე ახალი კანონის მიღებას; ეს კი ბადებდა ეჭვს, რომ არსებობს დაპირება კონკრეტული პირებისთვის ნახევარი საუკუნით ტყეების გადაცემის შესახებ.”

მაჭარაშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ელექტრონული მიმოწერისას, მინისტრის მოადგილე, ნინო ენუქიძე ასეთ “განმარტებას” აკეთებდა: განსახილველი დოკუმენტი, საბოლოო ჯამში, ქართულ ენაზე წარედგინება საქართველოს პარლამენტს და დადგენილი წესით იქნება განხილული, მაგრამ ვინაიდან ტექსტის შედგენასა და დამუშავებაში მონაწილეობენ ავსტრიელი და გერმანელი ექსპერტები, ძალზე რთულია მათთან ქართულ ენაზე მუშაობა. ამასთან, იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით, სასურველია დოკუმენტი ერთ ენაზე იქნეს შესრულებული, რათა მასზე მუშაობა არ გართულდეს და დროში არ გაიჭიმოს!

2011 წლის 15 სექტემბერს, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინიციატივით ჩატარდა შეხვედრა ტყის კოდექსისა და გრძელვადიანი იჯარის ხელშეკრულების პროექტებთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ დონორი ორგანიზაციების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, საელჩოების, ევროკავშირის დელეგაციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სხდომას უძღვებოდა და დისკუსიას ძირითადად წარმართავდა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური. კანონპროექტს წარმოადგენდა და კითხვებს მინისტრთან ერთად პასუხობდა ექსპერტი პეტერ ჰერბსტი.

შეხვედრის შესახებ მინისტრმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ სამუშაო, ტექნიკური შეხვედრაა და არა საჯარო განხილვა. მომავალში დაინიშნება საჯარო განხილვები და დაინტერესებული პირების უფრო ფართო წრე იქნება ამ პროცესში ჩართული და მხოლოდ საჯარო განხილვის შემდეგ წარიმართება პოლიტიკური პროცესი პარლამენტში.

ამგვარია ჯერ-ჯერობით “საჯარო განხილვების” მთელი პროცესი, რომლის საფუძველზეც, ავსტრიული მოდელით, ძIრითადად, პიტერ ჰერბსტისა და ჰეიკო ლიდეკერის მიერ ინგლისურ ენაზე დაწერილი ტყის ახალი კანონმდებლობით, საქართველოს ტყეები ნახევარი საუკუნით მოიჯარის ხელში აღმოჩნდება!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ვანო ფიფიამ ოზურგეთელი მეგობრები გაახარა

ნარუჯელები სამშობლოში მონობას ნატრობენ!

ყველა სიახლე

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი – დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას!

17:17; 12.12.2025
ფინანსები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – 2025 წლის სექტემბერში ყველა პარტიამ ჯამში 6 909 602 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, რომლის 59% „ქართულ ოცნებაზე“ მოდის

17:05; 12.12.2025
სამართალი

ავარია ქობულეთში _ ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა

16:59; 12.12.2025
ფინანსები

მთავრობის ახალი გადაწყვეტილება, რომელიც 1 685 პენსიონერს ან მის მემკვიდრეს შეეხება

16:37; 12.12.2025
საზოგადოება

ამინდი მკვეთრად უარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება

16:28; 12.12.2025
საზოგადოება

ბენდუქიძის ფონდი 2026 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს 4 მლნ ლარით დააფინანსებს

16:00; 12.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

15:40; 12.12.2025
პოლიტიკა

საკადრო ცვლილებები ოზურგეთში

15:00; 12.12.2025
ფინანსები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

14:23; 12.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: 20 ივნისზე ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით განვაახლეთ გამოძიება

14:14; 12.12.2025
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: საქართველო სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერებით ევროპის საუკეთესო სამეულშია

13:54; 12.12.2025
საზოგადოება

GCCA-მა ამანათებისა და ტვირთების გადამზიდი კომპანია შპს „ბარამი ლოჯისტიკსი” დააჯარიმა

13:39; 12.12.2025
default
საზოგადოება

როდის უნდა გაიხსნას ლანჩხუთი-ლესას ახალი 8 კმ-იანი მაგისტრალი

12:57; 12.12.2025
ფინანსები

მეფე ლომის საახალწლო კინოჩვენება – ღონისძიების წარმდგენია SOLO და Mastercard

12:45; 12.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ რეგიონულ სტაბილურობაში დიალოგისთვის ნეიტრალური და საიმედო სივრცის შეთავაზებით სამხრეთ კავკასიაში

12:31; 12.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

11:51; 10.12.2025
0

“ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

11:04; 10.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო