https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი მრავალ სიგნალს იძლევა, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ნარუჯელები სამშობლოში მონობას ნატრობენ!

5:10; 18.10.2011
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“თუ გურიანთაში, ჭანიეთში, ნატანებში თითოეულ ოჯახს 1 ჰექტარი მიწა აქვს საკუთრებაში მიზომილი, რა დავაშავეთ ჩვენ, რომ ათასხუთასი კვადრატული მეტრის მეტი არ გამოიმეტეს და ათეულობით ოჯახი თურქეთშია გადახვეწილი?! სად არის სამართალი, ვინ დაასამარა?!” _ ეს გოდებაა, რომელიც ერთ დროს აჭარის მაღალმთიანეთიდან ნარუჯაში ჩამოსახლებული ქართველებისგან ისმის.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნარუჯა გაჭირვებულთა ნავსაყუდელია. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა აქ ჩაის უმძლავრესი საბჭოთა მეურნეობა არსებობდა და წელიწადში 600 ტონა “მწვანე ოქრო” იკრიფებოდა.

_ ახლა, როცა წარსულისთვის ლოდების სროლა მოდურ საქმედ აქცია ხელისუფლებამ, ჩვენ იმ წარსულში არც პური გვენატრებოდა, არც გვციოდა და არც გვწყუროდა. ეს უბედურება მას შემდეგ დაგვატყდა თავს, რაც ჩაის წარმოება შეწყდა და ჩვენი ცხოვრებაც იქ დამთავრდა. არ არის სამუშაო, ლუკმაპური გვენატრება, თურქეთში სამუშაოდ გადახვეწილი შვილები ცოცხალი თუ დაბრუნდებიან, არც ვიცით. აქ ჩაი მაინც ყოფილიყო და ქართველის მონა ვყოფილიყავით?! რაღა უცხო ქვეყნის მონობა გვარგუნა ღმერთმა, თან ისეთი მონობა, რომ “პოსლეზე” ფულსაც არ აძლევენ და პანღურით გაგდებენ გარეთ, _ საკუთარ მწარე ყოფაზე გვესაუბრება მოსახლეობა.

ნარუჯული და “ტელევიზორის საქართველო”, როგორც თვითონ ნარუჯელები ამბობენ, ორი აბსოლუტურად განსხვავებული ცნებებია: _ სად არის სამართალი?! რატომ მეტს არ მუშაობთ თქვენ, ჟურნალისტები. შეძარით ცა და მიწა, მოიყვანეთ აქ ვინმე, გაავრცელეთ ჩვენი უბედური ყოფის ამბავი, უამბეთ მთელ ქვეყანას, რაც გვჭირს, _ ითხოვენ ისინი.

ატირებული ქალები და მობუზული ბავშვები, რომელთა უმეტესი ნაწილი, განსაკუთრებით, დაწყებითი კლასების მოსწავლეები, 4-5 კილომეტრიდან სკოლაში ფეხით დადიან, თურქეთში გადახვეწილ-გადაკარგული შვილების მხრებჩამოყრილი მამები, კანტიკუნტად მოსიარულე მოხუცები, რომელთა უმრავლესობა სოციალური დახმარების და პოლისის გარეშე დარჩენის გამო ტირის, _ ასეთია აქაურთა ყოველდღიური ცხოვრება.

“გურია ნიუსი” ნარუჯას ეწვია და აქაური ოჯახების წარმომადგენლებს შეხვდა. მათი მოსმენა, განსაკუთრებული ყურადღებით, ჩვენზე მეტად ხელისუფლებას მართებს:

ებრაქა ტოტოიანი: _ ნარუჯელთა ათ პროცენტსაც არ აქვს პოლისი, სოციალური დახმარება. კაცი რომ კვდებოდეს, საავადმყოფოში ვერ წაიყვან, ერთი თეთრიც არ გვაქვს. ახლა ამ ბავშვს შეხედეთ, პატარა ლელუკას _ მეხუთე მიკრორაიონიდან 5 კილომეტრზე ფეხით დადის სკოლაში, რა უნდა ისწავლოს ასე დაღლილმა?!

კითხვაზე, შარშან თუ მოძრაობდა ტრანსპორტი, ახლა რა მოხდა, ან რას ამბობს სკოლის დირექტორი ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ქალბატონი გვპასუხობს, რომ “შარშან მიკროავტობუსი დადიოდა, წელს აღარ არის. დირექტორი კი ამბობს, რაღაცას ვიზამთო, მაგრამ ჯერ არაფერი გაუკეთებია. ბათუმის რეისის მძღოლი ხან სვამს მიკროავტობუსში ამ ბავშვებს, უმეტესად კი უბრაზდება. ასე ეს ბავშვები რა განათლებას მიიღებენ?”

_ აქ თითოეულ ოჯახს 1500 ან 2000 კვმ. მიწის ნაკვეთი მისცეს მხოლოდ, აქვე კი ასეულობით კვმ. ფართობი ვიღაც კოკი ცეცხლაძეს გროშების ფასად აქვს წაღებული. ხალხს მუშაობა უნდა და სამუშაოდ არ უშვებენ. თუ გურიანთელებს, ჭანიეთელებს, ნატანებელებს აქვთ საკუთრებაში 1 ჰექტარი მიწის ფართობი, ჩვენ რა დავაშავეთ? _ კითხულობენ ნარუჯელები.

6 შვილის დედა, ლტოლვილი ზინა მარგიანი, ტირილით მოგვიახლოვდა. იგი იმდენად დათრგუნული იყო საკუთარი გაჭირვებით, სიტყვაზე მეტი ცრემლი დასცვივდა. მეზობლები წამოეშველნენ და გვიამბეს ოჩამჩირედან საქართველოს ბედუკუღმართობით გადმოხვეწილი ქალბატონის გასაჭირის შესახებ: მას 6 შვილი ჰყავს, სამი გოგონა გათხოვილია. ვაჟები _ აფხაზეთის ომის მონაწილენი. ერთი მათგანი მცირეწლოვანი შვილებით დედასთან ცხოვრობს. სახლს ფანჯრები არ აქვს, მეზობლებმა აჩუქეს ღუმელი, ბავშვები სიცივით რომ არ გათოშილიყვნენ. აქვს მხოლოდ ლტოლვილისთვის განკუთვნილი დახმარება _ 28 ლარი; სოციალური დახმარება და პოლისი არ მისცეს. კითხვაზე, იცის თუ არა ყოველივე ეს ნარუჯის გამგებელმა ვალოდია ბერიძემ და რა ღონისძიებას ატარებს იგი, ქალბატონი ზინა ამბობს, რომ ვალოდია თავისი მაღაზიიდან ხშირად აძლევს ნისიით სარგებლობის უფლებას: _ ახლაც 200 ლარი გვაქვს მისი ვალი, მაგრამ არაფერს არ გვეუბნება, დიდსულოვნად ითმენს. იცის, ვერ მივცემთ. შვილიშვილებს რომ მოშივდებათ, მის მაღაზიაში გარბიან ნისიისთვის, მაგრამ სადამდე გაგვიძლებს, არ ვიცით.

ნახეთ, ხელები კაკლის წენგოთი მაქვს გაშავებული, ერთი მეზობელი კარტოფილს და პროდუქტს მჩუქნის, ბევრი ნიგოზი აქვს და ქირაზე ვეხმარები, _ გვითხრა ქალბატონმა.

6 შვილის დედა, ნანული ბილვანიძეც საკუთარ, უმძიმეს ყოფაზე საუბრობს. მისი ორი შვილი სტამბულის ციხეში სასჯელს იხდის. როგორც მეზობლებმა თქვეს, ისინი საკმაოდ გაურკვეველ ვითარებაში გაასამართლეს. სამუშაოდ იყვნენ წასული, ქუჩაში მკვლელობა მოხდა, დამნაშავეები გაიქცნენ, იქაურ სამართალდამცავებს კი ესენი შერჩათ ხელთ: _ წადი და არკვიე სამართალი. 12-12 წელი მიუსაჯეს. მათ მრუდე ნაბიჯი არასოდეს გადაუდგამთ, მაგრამ ამ საშინელმა დრომ ჩაყარა ამ დღეში და მერე თურქეთის ციხეში. სოციალური დახმარება მოგვიხსნეს. სოციალურმა აგენტმა დეკლარაციაში 2 შვილი დაუფიქსირა. თბილისში ვინ იცის, რომ მე ეს შვილები ციხეში მყავს? ადგნენ და მაღალი ქულები დამიწერეს, აღარც პოლისი მაქვს, _ ტირილით შემოგვჩივლა ჩვენმა რესპონდენტმა.

ნარუჯელთა 80% დასაქმებას ითხოვს: _ მიგვიშვით მიწასთან სამუშაოდ, ღმერთი არ გწამთ? მონებად გვამუშავეთ, ოღონდ საქართველოში გვამუშავეთ, მეტი რა შეგეხვეწოთ, ცოდო-მადლი არ გაქვთ? _ იხვეწებიან ისინი.

მათი მონათხრობის მიხედვით, ოჯახებს ყოველწლიურად უხსნიან სოციალურ დახმარებას, უუქმებენ პოლისს. ისინი იხსენებენ გურიაში მიხეილ სვიმონიშვილის გუბერნატორობის პერიოდს და ამბობენ, რომ ის შეეცადა ნარუჯელებისთვის მიწა დაებრუნებინათ, მაგრამ ვერაფერს გახდა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტთა საყურადღებოდ!

18:08; 21 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

სამტრედია–გრიგოლეთის გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა – შეზღუდვის დეტალები და შემოვლითი გზა

17:32; 21 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„ნებისმიერი საეჭვო სიმპტომისას ბავშვი სახლში უნდა დარჩეს“ — ეპიდემიოლოგის რეკომენდაციები სასწავლო წლის დაწყებისას

16:44; 21 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

სეს-მა ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა

15:37; 21 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ

12:01; 21 სექტემბერი, 2026

კომპიუტერები მოსწავლეებს

"გორდელას" ხელმძღვანელი გოგონებს "ბიჭებს" ეძახის

ყველა სიახლე

სამართალი

ქალს ავტომანქანა შეეჯახა — მძღოლი ადგილიდან მიიმალა

20:44; 21.09.2026
პოლიტიკა

ღარიბაშვილი: წარმოუდგენელი არაკაცობა ჩაიდინეს, ბინძური მახე დამიგეს

20:05; 21.09.2026
სპორტი

თორნიკე გორდელაძეს მორიგი წარმატება

19:30; 21.09.2026
სპორტი

„არწივებს” ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

19:30; 21.09.2026
საზოგადოება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტთა საყურადღებოდ!

18:08; 21.09.2026
ფინანსები

ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში

17:50; 21.09.2026
საზოგადოება

სამტრედია–გრიგოლეთის გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა – შეზღუდვის დეტალები და შემოვლითი გზა

17:32; 21.09.2026
საზოგადოება

„ნებისმიერი საეჭვო სიმპტომისას ბავშვი სახლში უნდა დარჩეს“ — ეპიდემიოლოგის რეკომენდაციები სასწავლო წლის დაწყებისას

16:44; 21.09.2026
სამართალი

შსს: პოლიციამ დმანისში მომხდარი ძალადობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

16:35; 21.09.2026
ფინანსები

Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა

15:58; 21.09.2026
საზოგადოება

სეს-მა ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა

15:37; 21.09.2026
სამართალი

პოლიციამ ონლაინ სესხებით 48 000 ლარზე მეტის თაღლითურად დაუფლებისთვის ერთი პირი დააკავა

14:59; 21.09.2026
ზაფრანი

როგორი იქნება 21-27 სექტემბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

14:08; 21.09.2026
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ბახმაროს შეხვედრასთან დაკავშირებით მიჩნდება ეჭვი…

13:45; 21.09.2026
სამართალი

“გამორიცხულია, ლევან ახობაძემ საპროცესო შეთანხმების მიღების სანაცვლოდ აღიაროს ის, რაც არ ჩაუდენია”

12:53; 21.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო