სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს გურიის სამსახურში, საკადრო ცვლილებები განხორციელდა.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს გურიის სამსახურის უფროსი, ელგუჯა ჩავლეშვილი გაათავისუფლეს, ხოლო აღნიშნული თანამდებობა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოდეერმა, ვანო ბარამიძემ დაიკავა.
ბარამიძე 2012 წლამდე, კუდი- ს გურიის ყოფილი მაღალჩინოსანი, მანამდე კი ქობულეთის სუს-ს სამსახურის ყოფილი უფროსი იყო.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, კუდ-ის უფროსი იყო გურიაში, შემდეგ კი აჭარაში, სოფლის მეურნეობის სამინისტროში გააგრძელა მუშაობა.
"გურია ნიუსი" დაუკავშირდა ივანე ბარამიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ დანიშნული არ არის და ისევ აჭარაშია.
"მე ვმუშაობ სოფლის მეურნეობის სამინისტროში, აჭარაში ოდეერად“.
განთავისუფლების შესახებ ინფორმაცია, "გურია ნიუსთან" არც სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს გურიის სამსახურის უფროსმა, ელგუჯა ჩავლეშვილმა არ დაადასტურა.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ივანე ბარამიძე მოვალეობის შესრულებას ამ დღეებში შეუდგება.