ქალაქ ოზურგეთის ცენტრში ავტო-საგზაო შემთხვევა მოხდა. სამი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.
როგორც "გურია ნიუსს" გურიის სამაშველო სამსახურში განუცხადეს, ავარიის შედეგად მსხვერპლი არ არის, თუმცა არიან დაშავებულები. მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთ მანქანაში ფეხმძიმე ქალბატონი იჯდა, რომელიც ოზურგეთის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი.
ავტო -საგზაო შემთხვევა, ქალაქ ოზურგეთში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე გაბრიელ ეპისკოპოსიის სახელობის სამრევლო სკოლისა და ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე იმყოფება გურიის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და გურიის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე იყო დაყენებული "სიჩქარის შემზღუდველი ბარიერი", რომელიც ერთ დღეში აიღეს. რამდენიმე დღის წინ კი, ქალაქ ოზურგეთის მერიის შესაბამისმა სამსახურმა, აღნიშნულ ტერიტორიაზე შუქნიშანი დააყენა, ხოლო ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილებას, პატრული ახორციელებდა.