გასული კვირის მიწურულს ლანჩხუთში კიდევ ერთი უბედური შემთხვევა მოხდა _ ყანაში ახლობლის დასახმარებლად წასული 55 წლის მერაბ წილოსანი, რომელიც ა(ა)იპ "ლანჩხუთი-სერვისის" თანამშრომელი იყო, ტრაქტორიდან გადმოვარდა და დაიღუპა.
თვითმხილველთა თქმით, საღამოს, როცა სიმინდით დატვირთული ტრაქტორი საყანე ფართობიდან ბრუნდებოდა, სხვებთან ერთად, მერაბ წილოსანიც მის ძარაზე იმყოფებოდა. გზის ერთ-ერთ მონაკვეთში მძღოლს ტრაქტორის შეჩერება მოუხდა. მოგვიანებით კი, როცა დაძრა, წილოსანი ტრაქტორიდან გადმოვარდა და ადგილზევე დაიღუპა. როგორც ამბობენ, ის ფეხზე იყო წამომდგარი და დაჯდომა ვერ მოასწრო.
"გურია ნიუსი" სამძიმარს უცხადებს მერაბ წილოსანის ოჯახს.