ომარ მექვაბიშვილი, ოზურგეთი:
_ დაპირებები მახსოვს ქვეყნის _ მე რომ ვპირდებოდი საცოლეს, იმაზე მეტი დაპირებები იყო! ქვეყნის აშენებას აპირებდნენ, მარა, მაგრამ ჯერ არაფერი არ ჩანს. პირველ რიგში, დასაქმებას მოვითხოვთ და გარკვევას, ქვეყანაში იჭერენ თუ არ იჭერენ დამნაშავეებს _ დასაჭერი უნდა დაიჭირონ. არ შეიძლება, ყოველთვის იყოს ტელევიზიით გადაცემები ცემაზე და ტყეპაზე.
ლევან მგელაძე, ოზურგეთი:
_ ჩვენ ძირითადად, სოფლის მცხოვრებლები ვართ. მახსოვს, წინასაარჩევნოდ მთავარი ყურადღება გადატანილი იყო სოფლის მეურნეობაზე. კი, ფულადი დახმარებები დარიგდა, მაგრამ ვერ ვხედავთ სტრატეგიულ გეგმას _ გლეხმა რა მიმართულებებით უნდა იმუშაოს, რა კულტურები გააშენოს, ამ კულტურებს გასაღების ბაზარი თუ ექნება, ან ამ სფეროში სახელმწიფო რა დახმარებას გაგვიწევს. ყველაზე დიდი სამუშაო ამ კუთხითაა ჩასატარებელი.
მაგული ჯინჭარაძე, ოზურგეთი:
_ წინასაარჩევნოდ რასაც დაგვპირდნენ, განსაკუთრებით, საყოველთაო ჯანდაცვის კუთხით, საუკეთესოდ შესრულდა _ ადამიანის სიცოცხლეა მთავარი. ადრინდელი მთავრობა მხოლოდ სასტუმროების შენებაზე იყო გადასული. ახლა საბავშვო ბაღები უფასოა და სოციალური დახმარებებმა მოიმატა. მეტი რა უნდა გაეკეთებინა გაღატაკებულ "ოცნებას"?
საიათი აროიანი, ოზურგეთი:
_ ყველაფერს, რაც დაგვპირდა. უმუშევრობა თუ მოისპობა, ჩათვალეთ, ყველაფერი კარგად იქნება.
მაგული აროშიძე, ოზურგეთი:
_ პირველ რიგში, სამუშაო ადგილების და პენსიის გაზრდას.