"გურია ნიუსში გამოქვეყნებულ სტატიას "როგორ ხდება ადგილობრივ თვითმმართველობაში "რეაბილიტირებული" ობიექტების ჩაბარება" რეაგირება უკვე მოჰყვა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, "უკვე მიემართა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და მოცულობის შემოწმების მიზნით."
როგორც გვითხრეს, სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტსა და შპს "შემოქმედმშენს" შორის #160 ხელშეკრულების ფარგლებში გახორციელებულ ყველა სამუშაოს შეისწავლის.
აღშნიშნული ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 181 111 ლარს შეადგენს და მის ფარგლებში შპს "შემოქმედმშენს", ჩოხატაურის #1 ბაგა-ბაღის, #2 ბაგა-ბაღის, სოფელ ამაღლების საბავშვო ბაღის, სოფელ იანეულის საბავშვო ბაღის და სოფელ სამების საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა შეესრულებინა.
ჩვენი ინფორმაციით ამ თემით ფინანსური პოლიციაც დაინტერესდა.
"გურია ნიუსი" ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს და უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ რეპორტაჟებს ე.წ. "რეაბილიტირებული" ბაღებიდან.
იხილეთ სტატია "როგორ ხდება ადგილობრივ თვითმმართველობაში "რეაბილიტირებული" ობიექტების ჩაბარება"