ოზურგეთის მუნიციპალური სტადიონის ყოფილი დირექტორი, მურთაზ აბაშიძე თანამდებობიდან 25 აგვისტოს გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მან სასამართლოს მიმართა.
ოზურგეთის სასამართლომ საკითხი განიხილა და 30 ოქტომბერს გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა – მურთაზ აბაშიძე თანამდებობაზე აღადგინა.
"სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ჩემი გათავისუფლება და თანამდებობაზე აღმადგინა. მე ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის იმედი გაჩნდა. მსურს, უსაზღვრო მადლიერება გამოვხატო სამართლიანი, უშიშარი და პროფესიონალი მოსამართლის, ნარგიზ ცეცხლაძის მიმართ", _ უთხრა "გურია ნიუსს" მურთაზ აბაშიძემ.