"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა და წვიმამ პრობლემა შეუქმნა, სოფელ ნაგომარში მცხოვრებ თამაზ მარკოიძის ექვს სულიან ოჯახს.
საცხოვრებელი სახლის აივნის ნახევარი მხარე ჩამოინგრა.
"ეს სახლი ავარიულ მდგომარეობაშია, 24 ივნისის სტიქიის დროს დავეხმარეთ, მაგრამ ეს ალბათ არ იყო საკმარისი. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ყველანი საქმის კურსში არიან და შესაბამისად ამ ოჯახს აუცილებლად გაეწევა დახმარება. ბავშვები ამ წუთას მეზობლებთან არიან გადაყვანილი", _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ნაგომარში, მიხეილ ცქვიტიშვილმა.