https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

შსს სახელმწიფო და სხვა უწყებებში ე.წ. „ოდეერების” დანიშვნას განაგრძობს – “საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო”

13:11; 3.11.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო და სხვა ორგანიზაციებში საკუთარი თანამშრომლების ე.წ. „ოდეერების“ (ОДР – офицер действующего резерва) დანიშვნის შესახებ ახალ ინფორმაციებს აქვეყნებს. 

"გურია ნიუსი" ორგანიზაციის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: 

"საბჭოთა კავშირის დროს „ოდეერებს“ სხვადასხვა უწყებებში უშიშროების სამინისტრო ნიშნავდა. ეს პრაქტიკა ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში შენარჩუნდა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდშიც გრძელდება.

წინა ბლოგპოსტებში ჩვენ ვწერდით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში და შსს-ს ოფიცრები უშიშროების საკითხების სამართველოში მომუშავე თანამშრომლების შესახებ. ამჯერად წარმოგიდგენთ ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას სხვა საჯარო დაწესებულებებში მომუშავე კიდევ სამ ოფიცერზე.

არჩილ ბებიაშვილი

2013 და 2014 წლებში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, არჩილ ბებიაშვილი (დაბადებული 16.06.1959) შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ოფიცრები უშიშროების საკითხებში სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებს. ბებიაშვილი პარალელურად 2013 წლის 19 თებერვლიდან 2014 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობდა. 2002 წლის მონაცემებით მას ეკონომიკის სამინისტროს წინამორბედ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში აღრიცხვისა და მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

ამა წლის 25 აგვისტოდან არჩილ ბებიაშვილი მუშაობს თბილისის ახლად არჩეული მერის დავით ნარმანიას ადმინისტრაციის აპარატში მრჩევლის თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად.

არჩილ ბებიაშვილის სახელი ფიგურირებდა ასევე 2011 წლის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის გიორგი რატიშვილის ხელმძღვანელობით განხორციელებული შემოწმების საქმეში. კომისიის წარმომადგენლებმა სწორედ არჩილ ბებიაშვილისა და მისი მეუღლის ბინაში შეამოწმეს, რამდენად კანონიერად გადასცემდა შპს „სუპერ ტვ“ სამაუწყებლო არხებს საქართველოს ტერიტორიაზე. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს „სუპერ ტვ“ მთელ რიგ არხებს არამართლზომიერად გადასცემდა, რის საფუძველზეც მას გაფრთხილება მიეცა. აღსანიშნავია, რომ მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა გიორგი რატიშვილმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაავრცელა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის მაკომპრომიტირებელი ფარული აუდიო ჩანაწერი.

პაატა ჯაჭვაძე

2014 წლის 26 სექტემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, პაატა ჯაჭვაძე (დაბადებული 03.01.1974) შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უშიშროების საკითხებში ოფიცერთა მთავარი სამმართველოს უფროსია. 2013 წლის 24 სექტემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში მას იგივე თანამდებობა აქვს მითითებული, იქამდე კი ჯაჭვაძე ჯერ შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი იყო, შემდეგ კი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პაატა ჯაჭვაძე 2013 წლის 16 სექტემბრიდან საქართველოს კანცელარიის უფროსის მრჩეველია უშიშროების საკითხებში.

გიორგი გამსახურდია

2014 წლის თებერვალში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი გიორგი გამსახურდია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) ოფიცრები უშიშროების საკითხებში (მთავარი სამმართველო) სამმართველოს უფროსის მოადგილეა. იქამდე გამსახურდია იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე იყო.

მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, გიორგი გამსახურდია რამდენიმე თვეა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად მუშაობს.

საკანონმდებლო საფუძველი

საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 2002 წლის 22 აპრილი №187 ბრძანებულების თანახმად, რომლითაც საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს უშიშროების საკითხებში ოფიცრის დებულება დამტკიცდა, უშიშროების სამინისტრო უფლებამოსილი იყო სახელმწიფოს უშიშროებისათვის გან­საკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო ორგანოებსა და და­წე­სებულებებში, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს სახელ­მწიფო წარმომადგენლობებში დაენიშნა ოფიცერი უშიშროების საკითხებში. ამავე დებულებით ე.წ. „ოდეერების“ დანიშვნა საქართველოს პრეზიდენტსაც შეეძლო. თავისი ფუნქციების განხორციელებისას უშიშროების საკითხებში ოფიცერი უშიშროების მინისტრს ექვემდებარებოდა და შესაბამისი უწყებისა და დაწესებულების შინაგანაწესს ემორჩილებოდა.

მიხეილ სააკაშვილის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებით დამტკიცდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ახალი დებულება. #74 ბრძანებულების თანახმად, კონსტიტუციური წყობილების დაცვისა და ანალიზის დეპარ­ტამენტი უფლებამოსილი იყო სახელმწიფო უშიშრო­ებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო ორგა­ნოებსა და დაწესებულებებში დანიშნული უშიშროების საკითხთა ოფიცრების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი გაეწია, ასევე, დაემუშავებინა მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის 2003 წლის 5 მარტის №72 ბრძანებულებაში ვხდებით ნუსხას 27 უწყებისა და დაწესებულებების, სადაც ოფიცრები უშიშროების საკითხებში შეიძლება დანიშნულიყვნენ, მათ შორის სამინისტროები, კონტროლის პალატა, ეროვნული ბანკი სახელმწიფო დეპარტამენტი „საქსტანდარტი“, თბილისის მერია, საქართველოს რკინიგზა, აეროპორტები და სხვ. აღსანიშნავია, რომ კონტროლის პალატა, რომლის სამართალმემკვიდრე დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურია, ამოწმებს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზაშეწონილობას, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოებისა.

ეს სია არ იყო ამომწურავი, ვინაიდან პრეზიდენტ შევარდნაძის 2002 წლის 22 აპრილის №187 ბრძანებულების მესამე მუხლის თანახმად, „სხვა დაწესებულებებსა და უწყებებში უშიშროების საკითხებში ოფიცრები შეიძლება დაინიშნონ ამ დებულებით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტის დავალებით ან შესაბამისი უწყების ან დაწესებულების ხელმძღვანელის მოთხოვნით“.

თითქმის იდენტურ სიას ვხვდებით პრეზიდენტ სააკაშვილის 2004 წლის 1 მარტის №74ბრძანებულებაშიც სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ. სააკაშვილის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულების საფუძველზე დამტკიცდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი დებულება, რომლის თანახმადაც შინაგან საქმეთა მინისტრი ნიშნავდა განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო დაწესებულებებსა და ორგანოებში ოფიცრებს უშიშროების საკითხებში და მათ საქმიანობას კოორდინაციას უწევდა კონტრდაზვერვის დეპარტამენტი და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო. ეს სამართლებრივი აქტი უკვე აღარ შეიცავს იმ ორგანიზაციების ღია ჩამონათვალს, სადაც მინისტრი ნიშნავდა თავის წარმომადგენლებს.

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილი 2013 წლის 13 დეკემბერის №337 მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი დებულება. სამინისტროს მოქმედი დებულება შინაარსობრივად იმეორებს ძველი №614ბრძანებულებას. შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო დაწესებუ­ლებებსა და ორგანოებში დანიშნოს უსაფრთხოების საკითხთა ოფიცრები. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ძირითადი ამოცანებია სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებში დანიშნული უსაფრთხოების საკითხთა ოფიცრების საქმიანობის კოორდინაციისა და კონტროლის განხორციელება. განსხვავებით ზემოაღნიშნული პრეზიდენტის ბრძანებულებებისა, რომელიც უშიშროების საკითხებში ოფიცრის თუ უშიშროების სამინისტროს დებულებას შეეხება, პოლიციის ახალ დებულებაში არ ვხდებით ღია ნუსხას იმ ორგანოებისა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია, დანიშნოს ოფიცრები უშიშროების საკითხებში.

საპარლამენტო კომისიის შექმნა

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანიშნული „ოდეერები“ მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციებში მუშაობენ. ამ ინფორმაციას არ უარყოფენ ხელისუფლების ცალკეულიწარმომადგენლები თუ დეპუტატები. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ უშიშროების საკითხებში ოფიცრები თვალყურს ადევნებენ და კონტროლზე ჰყავთ აყვანილი უსაფრთხოების საკითხები იმ ორგანიზაციებში, სადაც ისინი არიან გამწესებულნი.

ამასთან, თანამდებობის პირები, რომლებიც პარალელურად სხვა უწყებებში არიან დასაქმებულები არღვევენ „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლს რომლის თანახმადაც თანამდებობის პირს უფლება არ აქვს, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ან ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე სხვა სახაზინო დაწესებულებაში ან სახაზინო საწარმოში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს შესაბამისი დაინტერესებული პირების მონაწილეობით შექმნას სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის, თუ რამდენად ლეგიტიმურია უშიშროების საკითხებში ოფიცრების ინსტიტუტის მუშაობა და შესაბამისად რამდენად კანონიერად ერევიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სხვა ინსტიტუტების კომპეტენციებში და რამდენად მიზანშეწონილია თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთი ინსტიტუტის შენარჩუნება", _ აღნიშნულია ორგანიზაციის კვლევაში.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"რეაბილიტაცია" ჩვენებურად _ ბაღების სკანდალი გრძელდება

სამინისტროს მტკიცებით, 61-ე სკოლის ადგილას, სასტუმრო, ან სავაჭრო ცენტრი არ აშენდება

ყველა სიახლე

სამართალი

არასრულწლოვნის გაუპატურების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

10:22; 29.12.2025
საზოგადოება

გურიაში თოვს

10:09; 29.12.2025
სამართალი

რესტორანში კაცი გარდაცვლილი ნახეს

0:26; 29.12.2025
საზოგადოება

“საფრთხის დონე მაღალი”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

20:52; 28.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე „იგლ ჰილსზე“: მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას

20:40; 28.12.2025
საზოგადოება

“მოსალოდნელია ძლიერი შტორმი”- მეტეოროლოგი ამინდის შესახებ

20:35; 28.12.2025
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

18:37; 28.12.2025
მსოფლიო

ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

16:49; 28.12.2025
პოლიტიკა

ველოდებით, რომ პოლონეთში ქართველი დასაქმებულების გადინება შემცირდება”- e-Consul

16:36; 28.12.2025
პოლიტიკა

“დუმილის უფლებას რომ ინარჩუნებს, მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა”- გია ვოლსკი

14:42; 28.12.2025
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

14:25; 28.12.2025
კულტურა

ბრიჯიტ ბარდო გარდაიცვალა

14:22; 28.12.2025
საზოგადოება

“არათუ შემცირებას არ უნდა ველოდოთ, პირიქით, შეიძლება კიდევ გაიზარდოს ფასები”

14:15; 28.12.2025
სამართალი

კორპუსის სადარბაზოდან ეტლი მოიპარეს

14:00; 28.12.2025
სამართალი

ავტობუსი ხეს დაეჯახა

13:28; 28.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025
0

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო