ჩოხატაურში სტიქიაა. გადაუღებელი წვიმების შედეგად, დაზიანებულია გზები, ხიდები. რამდენიმე ადგილზე – ერკეთისა და უდაბნოს მონასტრების მისასვლელ გზებთან, ჩამოწოლილია მეწყერი.
სოფელ ზეტს, სადაც ამ წუთებში თოვს და საფარი 40 სანტიმეტრს აღწევს, ელექტროენერგია არ მიეწოდება. თოვლის გამო დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები.
შემთხვევის ადგილებს გურიის გუბერნატორი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად ათვალიერებს.
ამ დროის მონაცემებით, სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობა საკმაოდ დიდია.
G-News TV-ის გადაცემა "კვირის თემა", რომლის სტუმარიც დღეს გურიის გუბერნატორი, გიორგი ჩხაიძეა, ეთერში მოგვიანებით გავა, რადგან მუნიციპალიტეტში სტიქიამ მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა და გუბერნატორიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება.
(ფოტო არქივიდან)