თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას პოსტიდიან გათავისუფლების შემდეგ, არსებობს ეჭვი, რომ ის და მისი პარტია – "თავისუფალი დემოკრატები" კოალიციას დატოვებენ.
თუ ასე მოხდება, კოალიცია პარლამენტში უმრავლესობას დაკარგავს.
ცნობისთვის, პარლამენტში უმრავლესობა 76 დეპუტატის გაერთიანების პირობებში იქმნება. დღეს უმრავლესობას პარლამენტში 83 დეპუტატი ქმნის, აქედან ფრაქცია "ქართულ ოცნება – თავისუფალ დემოკრატებში" 10 წევრია, რომელთა უმრავლესობიდან გასვლით მივიღებთ 73 დეპუტატს, შესაბამისად კოალიცია უმრავლესობაში აღარ იქნება.