როგორც "გურია ნიუსთან" თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალი თანამდებობის პირის ადვოკატმა, ლევან სამუშიამ აღნიშნა, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს უკანონო და დაუსაბუთებელი განჩინება, რომლის მიხედვითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი ბრალდებულების ადვოკატების საჩივარი, აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის, გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით.
ადვოკატის განმარტებით, მეორე ინსტანციის სასამართლომ საჩივრის დაუშვებლად ცნობით, ძალაში დატოვა დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება.
რითაც ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება, აღნიშნული პირების მიმართ, აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეფარდების თაობაზე.