https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სად ურჩევნია გუბერნატორს ახალი შენობის განთავსება

12:11; 6.11.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

გასული კვირა გურიაში საკმაოდ დატვირთული იყო _ "გურია ნიუსის" საგაზეთო პუბლიკაციასა და საგამოძიებო ფილმს _ "როგორ გაარემონტეს არსებული და არარსებული ბაღები" დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

გასული კვირის ერთ-ერთი აქტუალური თემა გუბერნიის ახალი შენობის მაკეტიც იყო, რომლის ფოტოები "გურია ნიუსმა" ექსკლუზიურად გამოაქვეყნა.

ამ ინფორმაციას ოზურგეთელების პროტესტი მოჰყვა _ ჩვენს მიერ გამოკითხული მოსახლეობა ამბობს, რომ პარკი გუბერნიის შენობაზე მნიშნელოვანია. რიგითი ოზურგეთელების მსგავსად, პარკის ტერიტორიაზე შენობის დადგმას უარყოფითად აფასებენ არქიტექტორებიც, რომელთა განმარტებით, ტერიტორიის სიმცირის გამო, აღნიშნულ ადგილზე შენობის დადგმა გამართლებული არ იქნება.

ამ თემაზე დისკუსია ოზურგეთის "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრშიც" გაიმართა.

"არ მგონია, რომელიმე სამინისტროს გაუჩნდეს ისეთი აზრი, რომ გადაწყვიტოს ქალაქ ოზურგეთში რაიმე სახის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, შენობის აშენება ისე, რომ არ დაეკითხოს ადგილობრივ ხელისუფლებას", _ განაცხადა "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმების თანახმად, გადაცემაში _ "კვირის თემა", ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ოზურგეთის მერს ბეგლარ სიორიძეს უნდა ესაუბრა. შეთანხმება ზუსტად ერთი კვირით ადრე მოხდა, მას შემდეგ, რაც წინა გადაცემის სტუმრებმა ბეგლარ სიორიძეს რამდენიმე სერიოზული ბრალდება წაუყენეს და ნეპოტიზმშიც დაადანაშაულეს. ბეგლარ სიორიძეს გადაცემის დაწყების ზუსტი დრო სმს-ით ორჯერ _ შაბათს და კვირას შევატყობინეთ. ორშაბათს კი დავურეკეთ და კიდევ ერთხელ შევახსენეთ, რომ ველოდებოდით. მერის პასუხი საკმაოდ უცნაური აღმოჩნდა: _ სმს-ი ვერ წავიკითხე, ვერ ვხედავ და იმიტომ(?!).

ასე თქვა უარი ბეგლარ სიორიძემ გადაცემაში მოსვლაზე, მაშინ, როცა ერთი კვირის განმავლობაში, როგორც "გურია ნიუსის" ვებგვერდზე, ასევე გაზეთში და ფეისბუქში შესაბამისი ანონსი მიდიოდა. ოზურგეთელები მათთვის საინტერესო თემებზე ბევრს გვწერდნენ და დასმულ კითხვებზე პასუხი მიღებას გადაცემიდან ელოდნენ. კითხვები საკმაოდ ბევრი იყო.

ჩვენ იმის გარკვევა გვინდოდა, როგორ უდგას თანაქალაქელებს გვერდით მერი, რომელ დაპირებებს ასრულებს და რომელი შეასრულა.

ასევე საინტერესო იყო მისი მოსაზრება ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც სტადიონის ყოფილი დირექტორი, მერის მიერ თოჯინების თეატრის წესდების საფუძველზე მოხსნილი მურთაზ აბაშიძე თანამდებობაზე აღადგინა. ერთი სიტყვით, მერი გადაცემაში ვერ მოვიდა საკმაოდ "ობიექტური" მიზეზით _ ვერ ხედავს, სმს ვერ წაიკითხა და სხვა უფრო მნიშნელოვანი შეხვედრა ჰქონდა. იმედია, მომავალში ეს პრობლემა მოგვარდება, მერი სათვალეს შეიძენს და სმს-ების წაკითხვას შეძლებს მინიმუმ იმისთვის, შემდგომში უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს და მიცემული სიტყვის შეუსრულებლობაში არ დაადანაშაულონ.

გურიის გუბერნატორმა გიორგი ჩხაიძემ, რომელიც ჩვენი გადაცემის მეორე სტუმარი იყო, "გურია ნიუსის" მკითხველების მიერ ფეისბუქსა და ელფოსტაზე გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა.

მხარის პირველმა პირმა მერის განცხადებას ჩვენი გადაცემიდან უპასუხა და აღნიშნა, რომ შეფასების გაკეთება ძალიან რთულია:

_ ვერ ვხდები, რატომ დაიწყო ამ თემაზე მსგავსი პრობლემების შექმნა, მსგავსი პოლიტიზირება. ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ, რომ თუნდაც ის ფოტოვერსია, რომელიც თქვენ მოგაწოდეთ, არის ერთ-ერთი ვერსია იმ შენობის, რომელიც უნდა აშენდეს. არასდროს გვითქვამს, რომ ეს არის გადაწყვეტილი. სამწუხაროდ, ჩემთვის არაფერი უკითხავთ და ვფიქრობ, რომ როცა ასეთი აჟიოტაჟია, როგორც მინიმუმ, კითხვა მაინც უნდა დაისვას _ არის თუ არა ახალი შენობის აშენება გადაწყვეტილი. ჩვენ ისიც მოვისმინეთ, რომ შეთანხმებული არ არისო. ვერ იქნებოდა ვერანაირად, რადგან ეს არ არის გადაწყვეტილი. სანამ არ გადავწყვეტთ, გუბერნია მუნიციპალიტეტს, მერიას ვერ შეუთანხმებს იმ ვერსიას და გადაწყვეტილებებს, თუ რაზე მუშაობს და რას განიხილავს. მერია და გუბერნია დამოუკიდებელი ინსტიტუტებია. რომც არ გვდომოდა შეთანხმება, ფიზიკურად ვერ დავიწყებდით მშენებლობას და ვერ ავარიდებდით თავს მერიიდან მშენებლობის ნებართვის მიღებას.

ჩხაიძის თქმით, ახალ შენობასთან დაკავშრებით რამდენიმე ვერსიაზე მიმდინარეობს მუშაობა:

_ ახალი შენობისთვის ერთ-ერთ ადგილად განიხილება ანასეული, რაც მე პირადად ძალიან მომწონს და მივესალმები. ძალიან ლამაზი, ისტორიული ადგილია, გურიისთვის მნიშვნელოვანია და იმ შემთხვევაში, თუ იქ განთავსდება სამხარეო ადმინისტრაცია, ანასეული ისევ გაცოცხლდება. ეს პირადად ჩემი მოსაზრებაა, მაგრამ კიდევ ერთხელო ვამბობ, რომ ადმინისტრაციული შენობა არ არის პირადად ჩემი შენობა, ეს არის სახელმწიფოს შენობა. ამიტომ, პროცედურები გაცილებით ბევრ ეტაპს გადის, ვიდრე ქალაქის მერს წარმოუდგენია.

ანასეულის გარდა, კიდევ არის ერთი ადგილი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სადაც თეორიულად შეიძლება განთავსდეს შენობა. თუმცა, ჯერ შევიკავებ ამაზე საუბრისგანაც თავს, რადგან მერე შეიძლება ბრალი დაგვდონ, რომ არ ვათანხმებ იმ მოსაზრებებს და იდეებს, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ.

_ ბატონო გიორგი, იმ ფონზე, რაც ახლა, ამ წუთებში ხდება გურიაში, როცა სტიქიაა და უამრავი ადამიანი თქვენი დახმარების მოლოდინშია სახელმწიფოს აქვს იმის საშუალება რომ გუბერნიას ახალი შენობა აუშენოს? მით უმეტეს, რომ ოზურგეთში ალტერნატიული ფართებიც არსებობს _ მაგალითად, გურიის სამხარეო პოლიციის ყოფილი შენობა, რომელსაც მხოლოდ კოსმეტიკური რემონტი სჭირდება.

_ ადმინისტრაცია სამხარეო პოლიციის ყოფილი შენობის გამოყენების ვერსიასაც განიხილავს. პირადად ვიყავი და ვნახე შენობა. ვერ დაგეთანხმებით, რომ მხოლოდ და მხოლოდ კოსმეტიკური რემონტი სჭირდება. თანხებთან არის ესეც დაკავშირებული.

_ არა იმდენთან, რაც აშენებას დასჭირდება…

_ შენობის გადაკეთება ერთმნიშვნელოვნად გაცილებით იაფი არ დაჯდება. მით უმეტეს, იქ არსებული ფართი მაზე ბევრად დიდია, ვიდრე ეს ესაჭიროება გუბერნიის ადმინისტრაციას. ფართობიდან გამომდინარე, მისი ხარჯები, როგორც სარემონტო, ისე მოვლა-პატრონობის, გაცილებით მეტი იქნება.

ამ ეტაპზე რთულია, გითხრათ, რემონტი ჯობია თუ ახლის აშენება. ამაზე მაშინ შემეძლება საუბარი, როცა საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

_ ბატონო გიორგი, რა დაჯდა შენობის ფოტომაკეტი და რატომ ხარჯავთ ამაში ფულს, როცა, ისევ გავიმეორებ, რომ ბევრი პრობლემაა _ ადამიანები ჯერ კიდევ ზარალის ანაზღაურების მოლოდინში არიან…

_ გუბერნიის ადმინისტრაციას ამაში ერთი თეთრიც არ დაუხარჯავს. ეს არის მოსამზადებელი სამუშაოები და საბოლოოდ მაშინ გადაწყდება, როცა ჩვენთვის მისაღები იქნება კონკრეტული შენობა კონკრეტულ ადგილზე. მანამდე არც ერთ თეთრს არ დავხარჯავთ. რაც შეხება საჭიროების საკითხს _ არავინ კამათობს, რომ ის ფართი, რომელშიც გუბერნია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო, ასევე მერია და საკრებულოა განთავსებული, საკმარისი არ არის. მაგალითად, ერთ ოთახში 14 ადამიანი მუშაობს. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მუნიციპალიტეტებმა უნდა იმუშაონ ადეკვატურად და შესაბამისი რეაგირებები მოახდინონ ნებისმიერი სახის პრობლემაზე, თუნდაც სტიქიაზე, ამისთვის მათ უნდა ჰქონდეთ ადამიანური, ნორმალური სამუშაო გარემო. რაც შეეხება სტიქიას, წინა სტიქიის გამო მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად გურიას 12 მილიონი გამოუყვეს.

_ თუმცა, ეს თანხა გათვალისწინებულია მხოლოდ ინფრასტრუქტურაზე და კონკრეტულ ოჯახებზე, რომლებიც სტიქიის გამო მოსავლის გარეშე დარჩნენ…

_ სოფლის მეურნეობის კუთხით მიყენებულ ზარალზე რომ ვისაუბროთ ამას ცალკე გადაცემა დასჭირდება, რადგან ძალიან დიდი თემაა. ეს არაა მარტო გურიის პრობლემა. მთელ საქართველოში იყო სტიქია და ძალიან ბევრი ადამიანია დაზარალებული. სწორედ ამიტომ მიიღო სახელმწიფომ გადაწყვეტილება, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქცია დააზღვიონ. ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალში მსგავს პრობლემებს თავიდან ავიცილებთ…

_ ბატონო გიორგი, როგორც მერმა განაცხადა, პარკში შენობის აშენება დანაშაულია. საინტერესოა, თქვენი მოსაზრება, რა მიგაჩნიათ დანაშაულად _ ის, რომ შენობის პარკში აშენების იდეა მოგივიდათ, ის, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და ქალაქის ჩინოვნიკებს ხელფასების გაზრდა უნდათ თუ ის, რომ გურიაში უამრავ ადამიანს პურის ფული არ აქვს და საარჩევნო დაპირებების შესრულების მოლოდინში ელოდებიან სამუშაო ადგილებს და ამ ყველაფრის ფონზე ორი სახელმწიფო სტრუქტურა მედიის საშუალებით კამათობს შენობის აშენება-არაშენების საკითხზე…

_ დანაშაული სხვანაირად მესმის და აქედან გამომდინარე, დღეს არც ერთ ქმედებას არ მივცემ ამ კვალიფიკაციას. ხელფასებზე მე უკვე გავაკეთე შეფასება და როგორ მოქალაქეს, ზედმეტად მეჩვენება ასე მატება, თუმცა, ეს ჩემი პოზიციაა.

_ და ის სწორად მიგაჩნიათ, რომ თქვენ თანხების დახარჯვას ახალი შენობის ასაშენებლად აპირებთ?

_ არ მინდა, ამაზე დამატებითი შეფასებები გავაკეთო. როგორც გითხარით, ყველაფერი ჯერ იდეის დონეზეა. მე ვთქვი, რომ ხელფასები არ უნდა მოიმატონ ასე. აქვე ვიტყვი, რომ არც ერთი მუნიციპალიტეტის გადასაწყვეტი არ არის, ააშენებს თუ არა გუბერნია ახალ შენობას.

ჩხაიძის თქმით, ეს საკითხი პრემიერთანაც არ არის შეთანხმებული:

_ სავარაუდო მოსაზრებებს სამხარეო ადმინისტრაცია არ ათანხმებს პრემიერ მინისტრთან, ის ათანხმებს უკვე გადაწყვეტილ პროექტს. ისიც კი დაიწერა, თანხები არ არის გამოყოფილიო. რასაკვირველია არ გამოიყოფა, სანამ არ იქნება საბოლოო პროექტი და ცენტრალური ხელისუფლების თანხმობა. შეთანხმებებს დავიწყებ მას შემდეგ, როცა მეცოდინება ადგილი და კონკრეტული ბიუჯეტი. იმ ადამიანებმა, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობენ, ეს, როგორც მინიმუმ, უნდა იცოდნენ.

ჩხაიძემ ბაღების სკანდალთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისივე თქმით, ქონების მართვის სააგენტოს წერილზე, რომლის თანახმადაც, მუნიციპალიტეტი სოფელ ამაღლებაში არსებული შენობის ბალანსზე გადაცემას ითხოვდა შემდგომში ბაღის განთავსების მიზნით, დადებითი პასუხი გასცა:

_ თუ არის რაიმე სახის კანონდარღვევა, აუცილებლად იქნება რეაგირება და ამას მოახდენენ შესაბამისი სამსახურები. მე ჩემი კომპეტენციიდან გამომდინარე ვერ ვიტყვი, ეს არის თუ არა დანაშაული და დარღვევა. ის შემიძლია გითხრათ, რომ მუნიციპალიტეტს არ შეუძლია თავისი ასიგნებების ფარგლებში თანხა გამოყოს სხვისი ობიექტის სამუშაოს ჩასატარებლად.

_ ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი თქვენთან იყო სიტყვიერად შეთანხმებული…

_ ამას დაადასტურებს შესაბამისი უწყებები.

გუბერნატორი უარყოფს, რომ მას და გურიის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შორის დაპირისპირებაა.

ჩხაიძემ მკითხველის წერილებსაც უპასუხა. ერთ-ერთი შეკითხვა გუბერნიის შენობას ეხებოდა და ავტორს აინტერესებდა, ხომ არ განიხილავდა გუბერნატორი ადმინისტრაციული შენობის ჩოხატაურში ან ლანჩხუთში აშენებას: _ ამაზე ნამდვილად არ მიფიქრია. იმ პირობიდან და იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ სამხრეო ადმინისტრაცია სამივე მუნიციპალიტეტისაა, შეიძლება ამაზე ფიქრი. თუმცა, დღეს გვაქვს ის რეალობა, რომ ოზურგეთი არის რეგიონული ცენტრი და მხოლოდ ამ კუთხით გვაქვს განხილვები, მაგრამ თეორიაში შესაძლებელია რომელიმე სხვა მუნიციპალიტეტში შენობის აშენების საკითხის განხილვაც.

გუბერნატორს ისიც ჰკითხეს რატომ არ აწესებს მიღების დღეებს მოსახლეობისთვის, თუნდაც კვირაში ერთხელ ლანჩხუთსა და ჩოხატაურში; ჩხაიძის თქმით, ეს საკმაოდ საინტერესო იდეაა და ამის გახორციელებისთვის მუშაობას დაიწყებს.

გადაცემის _ "კვირის თემა", ნახვა შეგიძლიათ აქ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ირაკლი ღარიბაშვილი: "ერთადერთი ადამიანი, რომელიც ღიად მფარველობდა "ნაციონალებს" იყო ირაკლი ალასანია"

ოზურგეთში "თავისუფალი დემოკრატების" დეპუტატების უმრავლესობა პარტიაში რჩება

ყველა სიახლე

ფინანსები

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო

17:20; 18.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს Canva-ს გამოყენების კურსი დაემატა

17:07; 18.12.2025
საზოგადოება

“თხილის სუბსიდირების პროგრამა” უქმდება

15:18; 18.12.2025
მსოფლიო

პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

15:03; 18.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზებები მომსახურების სექტორში მომუშავე ბიზნესისთვის

14:43; 18.12.2025
საზოგადოება

სად არის იმ კომპანიის მფლობელი, რომელმაც გურიაში სტადიონები უნდა ააშენოს?

14:36; 18.12.2025
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა _ ნახეთ, სად იყო ეპიცენტრი

13:47; 18.12.2025
ზაფრანი

ვინ არის დაბადებული წარმატებისათვის

13:14; 18.12.2025
ზაფრანი

ყველაზე მოწესრიგებული და პასუხისმგებლიანი ადამიანები

13:12; 18.12.2025
ზაფრანი

რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ ცხოვრებაში წარმატება მოიზიდოთ

13:11; 18.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ყველაზე იღბლიანი ნიშნები

13:03; 18.12.2025
საზოგადოება

პროცედურები, რომელიც მართვის მოწმობის აღსადგენად უნდა გაიაროთ

12:41; 18.12.2025
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტში დებატებზე – გუშინ ვნახეთ არაადეკვატური, რეალობას აცდენილი ტექსტები

12:31; 18.12.2025
საზოგადოება

“უწყლოდ დარჩენილი თევზებივითაა ჩვენი შვილები…” _ ლანჩხუთის სკოლები რეაბილიტაციის მოლოდინში

12:30; 18.12.2025
საზოგადოება

“ისე უცებ ასხეპეს, ადამიანი რომ ყოფილიყო, დაყვირებას ვერ მოასწრებდა” _ ოზურგეთის ცენტრში მარადმწვანე ტუიას ბუჩქები ძირში მოჭრეს

12:20; 18.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025
0

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო