ხვალ ოზურგეთში სახალხო დღესასწაული "ალეგრობა" გაიმართება. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, ამ დღეს საპატიო ოზურგეთელის ვინაობა გახდება ცნობილი. როგორც ქალაქ ოზურგეთში მერიაში გვითხრეს, ხუთ ადამიანს მიენიჭება ეს ტიტული, მაგრამ ამ ეტაპზე არ ამჟღავნებენ თუ ვინ გახდა საპატიო ოზურგეთელი.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სავარაუდოდ ამ ტიტულის კანდიდატები ანზორ ერქომაიშვილი, ეთერ ქადეიშვილი, მერაბ ბერძენიშვილი და არსენ კეჭაყმაძე არიან.