ამერიკული გამოცემა „USA Today”-ის მტკიცებით, ცნობილი ავსტრალიელი მსახიობი, 47 წლის ნიკოლ კიდმანი დიდ რისკზე მიდის და თუ კარიერას უახლოეს მომავალში არ დაასრულებს, მინიმუმ მეორე ჯგუფის ინვალიდობა ემუქრება.
ნიკოლ კიდმანი პრაქტიკულად შეუსვენებლივ მუშაობს და თითქმის ყველა რეჟისორის წინადადებას ეხმაურება.
მძიმე გადაღებები, გამუდმებული გადაფრენები შეერთებული შტატებიდან ავსტრალიასა და ევროპაში, ძალიან ცუდად აისახება მილიონერი ქალბატონის ჯანმრთელობაზე.
ექიმებმა კიდმანს უკვე აღმოუჩინეს ართრიტი, ვენების ვარიკოზული გაგანიერება და ოსტეოპოროზის პირველი ნიშნები. ეს დაავადება კი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ხერხემალზე.
ვარსკვლავის პირადი ექიმი ედვარდ კლისი, დაბეჯითებით ურჩევს მსახიობს ცოტა ხნით მაინც შეისვენოს, მაგრამ კიდმანი ამაზე არც კი ფიქრობს. ის უბრალოდ, პროფესიონალ მასაჟისტთან დადის სეანსებზე და სპეციალურ წინდებს ატარებს.
საკუთარი ჯანმრთელობისა და მომავლისადმი ნიკოლის სრული გულგრილობა მას ინვალიდობით ემუქრება უახლოესი ათი წლის მანძილზე.