ცოტა ხნის წინ გამოცემამ „Rolling Stone” საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა. ჟურნალის მკითხველებს არაჯანსაღი ცხოვრების მიმდევარი სამი ყველაზე „გამორჩეული“ ვარსკვლავის ვინაობა უნდა დაესახელებინათ.
ამერიკელი ჟურნალისტების ინფორმაციით, არაჯანსაღი თანამემამულეების საპატიო ჩამონათვალის პირველ პოზიციაზე უბერებელი მომღერალი, 32 წლის ბრიტნი სპირსი გავიდა. ქალბატონმა ბრიტნიმ გამოკითხული ამერიკელების 81 პროცენტი მიიღო.
მსახიობი ლინდსი ლოჰანის სიჯანსაღეში რესპოდენტთა 14 პროცენტს შეეპარა ეჭვი.
ამ სიის მესამე საფეხურზე რეპერი ემინემი აღმოჩნდა. ამერიკელი მოსახლეობის ოთხი პროცენტის აზრით, ემინემმა სასწრაფოდ უნდა მიხედოს ჯანმრთელობას.