ოლეგ მელნიკოვს ციხეში 2 წლის გატარება მოუწევს, წელიწადი და 9 თვე კი ის სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება – კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანის საქმეზე მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დღეს დააკმაყოფილა და ე.წ. მოდულის შენობაში სამი პოლიციელის ცემის ფაქტზე მას ორი წლით პატიმრობა და ორი წლით გამოსაცდელი ვადა, ანუ პირობითი მსჯავრი შეუფარდა.
საპროცესო შეთანხმება ბრალდებულთან აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ გაფორმდა. თავისი გადაწყვეტილება განმარტა მოსამართლემ. მზია ლომთათიძის განცხადებით, მელნიკოვი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ არის ცნობილი. ამ მუხლის საფუძველზე, კუდი-ს ყოფილ ყოფილ მაღალჩინოსანს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა ამინისტიის საფუძველზე პატიმრობა 3 წლითა და 9 თვით განესაზღვრა. საპროცესო პირობების თანახმად კი, იგი მხოლოდ 2 წელს გაატარებს საპყრობილეში, დანარჩენი 1 წელი და 9 თვე კი იქნება მეთვალყურეობის ქვეშ.