"საქართველოს მოსამართლეთა ერთობის" მიერ ჟურნალისტებისთვის ჩატარებულ კონსკურსში, სადაც სამართლებრივ თემაზე მომზადებული საუკეთესო ნაშრომები უნდა გამოევლინათ, "გურია ნიუსის" ჟურნალისტმა, თამთა კაკაურიძემ, პირველი ადგილი აიღო.
კოკურსზე ჟურნალისტს წარდგენილი ჰქონდა მასალა ოჯახური ძალადობის შესახებ, რომელმაც ჟიურის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ "გურია ნიუსის" ჟურნალისტმან მიმდინარე წელს "სიდას" მიერ გამოცხადებულ კონკურსშიც გაიმარჯვა, რომლის თემაც რეგიონებში, წინასაარჩევნო პრობლემები იყო.