ბოლო ერთ კვირაში, რუსეთის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 1,7 პროცენტით შემცირდა, რაც 7,2 მილიარდ დოლარს შეადგენს.
7 ნოემბრის მონაცემებით, ეს რეზერვები 428,6 მილიარდი დოლარიდან 421,4 მილიარდ დოლარამდე დაეცა, რაც ყველაზე დაბალია მაჩვენებელია 2009 წლის 9 ოქტომბრის შემდეგ _ მაშინ რუსეთის საერთაშორისო რეზერვები 418,7 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
საერთაშორისო რეზერვები შედგება მაღალლიკვიდური ფინანსური აქტივებისგან, რომელიც რუსეთის ბანკი და რუსეთის მთავრობა განკარგავს.