საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზვიად კვაჭანტირაძე, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, კახა ბენდუქიძის გარდაცვალებას ეხმიანება:
"კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა ლონდონში. ეს ლონდონი რა გახდა ბოლოსდაბოლოს… მიუხედავად იმისა, რომ ლიბერტანიანელებს უკიდურესად ვერ ვეგუები ბენდუს სიკვდილი მეწყინა. უაღრესად ნიჭიერი კაცი იყო და შეეძლო ბევრი კარგი საქმე გაეკეთებინა საქართველოსთვის, მაგრამ…. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს, რომ ვაღიაროთ – თავისუფალი უნივერსიტეტი ნამდვილად დარჩება მის დიდ პოზიტივად, ძალიან კარგ საქმედ, რაც მან გააკეთა ამ ქვეყნისთვის. მისი მოღვაწეობის ნეგატივებზე კი დღეს საუბარი არ ღირს. ღმერთის არ სწამდაო, ამბობენ, მაგრამ მაინც შეუნდოს უფალმა", _ წერს კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში.