(პალიტრა ტვ) _ ბიძინა ივანიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.
ჩემი მიზანი, საზოგადოებაში არსებული მაღალი ტემპერატურის დარეგულირებაა, რომ არ მოხდეს ხალხის ქუჩაში გამოსვლა, – განაცხადა ბიზნესმენმა , ელჩებთან გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის ნაწილი “ფეისბუქზე”, ბიზნესმენის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
“მე და ჩემი გუნდი მომავალში ვაპირებთ გავაღრმაოთ ურთიერთობა აშშ-სთან. მადლიერი ვარ მისი თანადგომის. მადლიერი ვარ ასევე ევროპის და პრინციპული პოზიცია იქნება, გავაღრმავოთ თანამშრომლობა ევროსტრუქტრებთან. კარგად ვაცნობიერებთ, რომ აუცილებელია მყისიერად დავიწყოთ ურთიერთობა რუსეთთან. მოგეხსენებათ, საზოგადოებაში ტემპერატურა დღეს ძალიან მაღალია, ჩემი განცახდების შემდეგ. ჩემი მიზანია, ტემპერატურის დალეგურება, რომ არ მოხდეს ხალხის ქუჩაში გამოსვლა. ჩვენი მიზანია, როგორმე ყველაფერი დარჩეს სამართლებრივ ჩარჩოებში და მხოლოდ არჩევნების გზით მოვახდინოთ მოქმედი ხელისუფლების ჩამოცილება”, – განაცხადა ივანიშვილმა.
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენცია უკომენტაროდ დატოვეს.
ჟურნალისტებთან არც აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი და ჩეხეთის ელჩი ივან იესტრჟაბი შეჩერებულან.
ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა საქართველოში აკრედიტებულ 18 დიპლომატიური მისიის წარმომადგენელთან, დაახლოებით, საათნახევარს გაგრძელდა.
ბიძინა ივანიშვილს შეხვედნენ აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი, ჩეხეთის ელჩი ივან იესტრჟაბი, თურქეთის, შვედეთის, უკრაინის, ნიდერლანდების, ევროკავშირის, ბრიტანეთის, პოლონეთის, გერმანიის, გაერო-ს, შვეიცარიის, საფრანგეთის, იტალიის, ევროპის საბჭოს, უნგრეთისა და იაპონიის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები. შეხვედრაზე იმყოფებოდა NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავაროც.