350 მეტრი სიგრძის რკინა-ბეტონის გზის მშენებლობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში დღეის დაიწყო.
გზა, რომელიც ლიხაურის და ჭანიეთის მოსახლეობას სოფლის სასაფლაოსთან აკავშირებს, წლების მანძილზე არ შეკეთებულა _ აქ გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებით იყო შესაძლებელი.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან, ბადრი გობრონიძესთან ერთად დაათვალიერა.
გზის მშენებლობა 2 დღეში დასრულდება.
წლის ბოლომდე, მუნიციპალიტეტის მასშტაბით რთულ მონაკვეთებში, სულ 5 კილომეტრი სიგრძის ბეტონის გზა დაიგება.
(R)