ახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა თორდიას განცხადებით, 2013 წლის განმავლობაში, აუდიტის 87 დასკვნაა გაცემული, სადაც საერთო ჯამში 132 მილიონის არამიზნობრივად ხარჯვაზეა საუბარი.
ამის შესახებ გენერალურმა აუდიტორმა kvira.ge-ს პრესკლუბში ისაუბრა.
მისივე თქმით, ამჟამად აუდიტის სამსახური რამდენიმე სამინისტროს ისევ ამოწმებს, მათ შორის მსხვილი საბიუჯეტო დაფინანსების მქონე სამინისტროებსაც.
"ჯერ 2014 წლის ანგარიში არ გამოგვიქვეყნებია, ამიტომ დეტალურად ვერ ვისაუბრებ, რა თანხებზის არამიზნობრივ ხარჯვაზეა საუბარი. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ამჟამად მიმდინარეობს რამდენიმე მსხვილი სამინისტროს საქმიანობის შემოწმება.
მათ შორისაა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, შემოსავლების სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი, შემოსავლების სამსახური, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ქონების მართვის სააგენტო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სახელმწიფო ელექტროსისტემები, ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ევრაზიის სატრანსპორტო დერეფანი, – ეს არის იმ უწყებების მცირე ჩამონათვალი, რასაც ახლა ამოწმებს აუდიტის სამსახური. სოფლის მეურნეობის სამინისტროში უკვე დასრულებულია შემოწმება და დასკვნა მალე გამოქვეყნდება“, _ აცხადებს თორდია.
მისივე თქმით, ასევე ტარდება ეფექტიანობის აუდიტი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში. მაგალითად თორდია ასახელებს, მყარი ნარჩენების, წამლისა და ფარმაცევრული საქმიანობის, სახელმწიფო სამშენებლო კომპანიების, მოსწავლეების სახელმძღვანელობით უზრუნველყოფის პროგრამის ეფექტიანობის აუდიტებს.