ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში, პაქსაძეების 5 სულიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაეწვა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პრესსამსახურის, ეკატერინე მგელაძის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდნენ გამგებლის მოადგილეები და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი.
"დაზარალებული ოჯახის წევრები, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვი, დროებით ნათესავთან გადავლენ საცხოვრებლად, მათ დახმარებას მუნიციპალიტეტის გამგეობა აუცილებლად გაუწევს", _ აღნიშნავს ეკატერინე მგელაძე
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.