https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მედიასთან ურთიერთობის თავისებური მეთოდი

5:10; 23.10.2011
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

(გურია ნიუსი) _ რამდენიმე დღის წინ, “გურია ნიუსის” რედაქციამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ორი პრესრელიზი მიიღო. ერთში საუბარი იყო პრეზიდენტის ბახმაროში ვიზიტზე, მეორეში კი მოკლედ იყო მოთხრობილი გასულ კვირაში გამგებლის ლელა იმედაშვილის მიერ გახორციელებული აქტივობების შესახებ.

სანამ მედიასთან ამგვარი ურთიერთობის შესახებ ჩვენს მოსაზრებას გაგაცნობდეთ, გთავაზობთ პრესრელიზს, რომელიც ბახმაროში ხელისუფლების ვიზიტს ეხება, ხოლო მეორე პრესრელიზი იმდენად მოკლე და ზოგადია, ვფიქრობთ, მისი მკითხველისთვის ასე მშრალად მოწოდებას არავითარი აზრი არ აქვს.

ბახმარო ევროპული დონის მთის კურორტი იქნება

როგორ უნდა მიიზიდოს ბახმარომ ქართველი და უცხოელი დამსვენებელი, რა მდგომარეობაა ბახმაროში ამ დროისთვის და რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ, რომ კურორტზე ასვლა ტურისტებს არა მარტო ზაფხულში, არამედ ზამთრის სეზონზეც შეეძლოთ? ამის გასარკვევად, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ეკონომიკისა და რეგიონალური განვითარების მინისტრებთან ერთა, ბახმაროს ეწვია და კურორტის განვითარების გეგმით დაინტერესდა. პრეზიდენტმა მინისტრებისგან კურორტის შესახებ ინფორმაცია ადგილზე მოისმინა.

მიხეილ სააკაშვილი იმ ავსტრიელი სპეციალისტების მიერ გაკეთებული დასკვნითაც დაინტერესდა, რომელიც უცხოელმა ექსპერტებმა 2008 წელს ბახმაროში ყოფნის დროს დადეს.

ბახმაროს ევროპულ კურორტად გარდაქმნის პერსპექტივა ასეთია: საზაფხულო კურორტი ბახმარო მალე უკვე ზამთრის კურორტის ფუნქციასაც შეითავსებს. დაიწყება სამთო-სათხილამურო ტრასის პროექტზე მუშაობა. კურორტი ინფრასრტუქტურულად და ტურისტული მიმართულებით განვითარდება და უახლოეს მომავალში ბახმაროში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა გაორმაგდება, რაც საბოლოო ჯამში გააუმჯობესებს არა მარტო ჩოხატაურის, არამედ რეგიონის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას.

კურორტზე თავდაპირველად შიდა გზები და კანალიზაცია მოწესრიგდება. მთლიანად მოგვარდება წყლის პრობლემაც. აშენდება დასასვენებელი კომპლექსები. სულ მალე, ბახმარო დამსვენებლებს განახლებული ინფრასტრუქტურით უმასპინძლებს.

საქართველოს პრეზიდენტმა მინისტრებს პირველი კონკრეტული დავალებები მისცა:

_ დაიწყება მუშაობა შიდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე: წყალი, კანალიზაცია. ამაზე გეგმა გაკეთდება და ქვეყნის ინფრასრტუქრურული პროექტების საერთო გეგმებში შევა;

_ წელსვე აუცილებლად დაიდგმება ქარის მიმართულების შემსწავლელი აპარატები, რომ ზუსტად იყოს ცნობილი, რომელია ქარიანი ადგილი, რაც ზამთრის კურორტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია;

_ გაკეთდება კურორტის განვითარების გენერალური გეგმა, სად უნდა აშენდეს სასტუმროები, სპა-კომპლექსები. მოხდება პერსპექტიული ინვესტორების ჯგუფის მოძიება და გაზაფხულზე უკვე დაიწყება პირველი სასტუმროების მშენებლობა.

რამაზ ნიკოლაიშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი: _ ჩვენ ვმუშაობთ ბახმაროს განვითარების გენერალურ გეგმაზე, ეს რთული და ხანგრძლივი პროცესია. პარალელურად დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს. პირველ რიგში, თავისთავად მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა, ვმუშაობთ გზაზე, რომლის დიდი ნაწილი აშენებულია და დავასრულებთ მომდევნო წლისათვის. ასევე, ვმუშაობთ წყლის საკითხის დალაგებაზე და თავისთავად ელექტროფიკაცია. ამ კომუნიკაციებს, ვვარაუდობთ, რომ მომდევნო წლისთვის უკვე დავასრულებთ.

ვერა ქობალია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი: _ ბახმარო არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საინტერესო დასასვენებელი ადგილი საქართველოში, მაგრამ მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურულად გაუმჯობესდეს, რომ შემოვიყვანოთ წყალი, ელექტროენერგია, ავაშენოთ ტურისტული კომპლექსები და მივცეთ საშუალება აქ ადგილობრივ და არამარტო ადგილობრივ მოსახლეობას, ტურისტებს, დამსვენებლებს, უფრო კომფორტულად დაისვენონ და გაატარონ დრო.

მაია სიდამონიძე, ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე: _ ბახმაროს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რომ სამომავლოდ აქ მრავალი სახის ტურისტული პროდუქტი განვითარდეს და ჩამოყალიბდეს, როგორც ეკოტურიზმში, ასევე სათავგადასავლო და სამკურნალო ტურიზმში. ამჯერად, იგი ძირითადად არის დატვირთული ზაფხულის სეზონის განმავლობაში, შესაძლებელია მისი ზამთრის კურორტად გარდაქმნა.

ვალერიან ჩიტაიშვილი, გურიის გუბერნატორი: _ ბახმაროს განვითარება შეუქცევადი პროცესია და ამ მიმართულებით პირველი კონკრეტული დავალებები უკვე გაცემულია. იგი უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდება ერთ-ერთ მაღალგანვითარებულ კურორტად, სადაც ტურიზმის ყველა მიმართულების ამოქმედების საშუალება გაჩნდება. პროექტის გახორციელებაში აქტიურად არის ჩაბმული რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები, ტურიზმის ეროვნული სააგენტო, გურიის სამხარეო ადმინისტრაცია და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი. მომზადებულია ბახმაროს რეკრეაციული ზონის მიწათსარგებლობის გეგმა, რომელიც კურორტის განვითარების გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. საბოლოოდ დაზუსტებულ გეგმას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უახლოეს დღეებში წარუდგენს საქართველოს მთავრობას. ბახმარო, მთელი თავისი ინფრასტრუქტურით, ხელს შეუწყობს ადამიანთა მასობრივად დასაქმებას, ინვესტორებისა და ტურისტების მოზიდვას, მომსახურების დარგების განვითარებას.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახური

როგორც ხედავთ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ახლადდანიშნულმა გამგებელმა ლელა იმედაშვილმა მედიასთან ურთიერთობის “თავისებური” მეთოდი შემოგვთავაზა _ იგი, კვირაში ერთხელ, პრესრელიზის სახით მოგვაწვდის, თუ რა სახის საქმიანობები განახორციელა გამგეობამ გასულ პერიოდში. რასაკვირველია, ამ პრესრელიზებში მოცემული იქნება თავად ადგილობრივი ხელისუფლების დამოკიდებულება ამა თუ იმ მოვლენის მიმართ.

ასეთი მიდგომა, ალბათ, გამართლებული იქნებოდა იმ მედიასაშუალებებთან ურთიერთობის დროს, რომლებსაც თავად ხელისუფლება გამოსცემს და არა დამოუკიდებელ მედიასთან. ამიტომ, ჩვენი აზრით, უფრო მისაღებია, თუ ხელისუფლების აქტივობებს დაესწრება დამოუკიდებელი მედიის ჟურნალისტი, ობიექტურად გააშუქებს მიმდინარე მოვლენებს და დასვამს კითხვებს, რომელიც ვითარებიდან გამომდინარე გაუჩნდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლების მიერ მოწოდებულ პრესრელიზებში, თავად ხელისუფლება საკუთარი საქმიანობების შესახებ კრიტიკული ვერ იქნება და ყოველთვის ეცდება, ეს საქმიანობები წარმატებულად წარმოაჩინოს, რისი გაზეთში გამოქვეყნებასაც სარეკლამო ხასიათი ექნება.

ჩვენ სხვადასხვა პარტიებისგანაც უამრავი პრესრელიზები მოგვდის, სადაც ისინი თავიანთი მოღვაწეობის პოპულარიზაციას ეწევიან. თუ კი ჩვენ სახელისუფლებო ორგანოებს დავუთმობთ ფართს, მაშინ რატომ უნდა ვუთხრათ უარი მსგავს მომსახურებაზე სხვებს და ჩავაყენოთ ისინი დისკრიმინაციულ მდგომარეობაში?

რაც შეეხება კონკრეტულ, ზემოთ მოყვანილ პრესრელიზს, რომლის მიხედვითაც ბახმარო მალე თანამედროვე, მიმზიდველ და ფეშენებლურ კურორტად გადაიქცევა, ვიტყვით, რომ ჩვენ, ამ სამომავლო გეგმას, რასაკვირველია, მივესალმებით, მაგრამ აღვნიშნავთ _ ბახმაროში შეხვედრას რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტი დასწრებოდა, იგი აუცილებლად დასვამდა შემდეგ კითხვებს:

_ რაში იხარჯება წლების განმავლობაში ბიუჯეტიდან ბახმაროს კეთილმოწყობისთვის გამოყოფილი თანხები, როცა კურორტს კეთილმოწყობისა არაფერი ეტყობა?

_ როდის მოგვარდება აქილევსის ქუსლად ქცეული წყლის პრობლემა?

_ რატომ ახდევინებენ დამსვენებლებს შუქის გაუგებარ და დაუსაბუთებელ სოლიდურ გადასახადს უცნობი პირები ყოველგვარი საბუთის გამოწერის გარეშე და სად მიდის ეს ფული?

_ რატომაა დღემდე გასაიდუმლოებული განაშენიანების გეგმა?

მსგავსი კითხვების სია შეიძლება კიდევ გაგრძელდეს, მაგრამ პასუხგაუცემელია მთავარი კითხვა _ რა ბედის ელის ბახმაროს ფეშენკურორტად ქცევის შემთხვევაში იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ათეული წელია იქ სახლები უდგათ? როგორც ჩვენი წყარო ამტკიცებს, ბახმაროში მიწების ჩამორთმევის პროცესი გაგრძელდება და იგი უფრო მწვავე ხასიათს მიიღებს _ მიწებს ჩამოართმევენ ან “საკუთარი ნებით” ჩააბარებინებენ ყველას, რომელთა სახლებიც ინვესტორს ხელს შეუშლის ინვესტიციის გახორციელებაში. მსგავსი პრეცედენტი ხელისუფლებისთვის უცხო არაა _ ორი წლის წინანდელი “ბახმაროს საკნდალის” გარდა, ხელისუფლებამ ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე ჩამოართვა მიწები გონიოს 300-ზე მეტ მცხოვრებს, რომელთაც საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ვარშალომიძემ საკუთარი ხელით გადასცა; ანალოგიური მდგომარეობაა საირმეში, სვანეთშიც, სადაც მესტიელთა აბსოლუტური უმრავლესობა საძოვრის გარეშე დარჩა.

ასე რომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ _ პრესასთან მხოლოდ პრესრელიზებით ურთიერთობის ფორმა “გურია ნიუსისთვის” მისაღები არაა. უმჯობესი იქნება, გამგებელმა ხელისუფლების მიერ ჩატარებულ ღონისძიებებზე ჟურნალისტი მიიწვიოს და ჩვენც ჩვენი თვალით დანახულს და ჩვენი ყურით გაგონილს ობიექტურად მივაწვდით მკითხველს, ხოლო “გურია ნიუსის” ობიექტურობასა და პროფესიონალიზმში, ვფიქრობთ, რომ ქალბატონ ლელას ეჭვი არ ეპარება!

ასე რომ, ჩვენ ლელა იმედაშვილს ურთიერთობის მსოფლიოში აპრობირებულ და ყველა დემოკრატიული ხელისუფლებისთვის მისაღებ ფორმას ვთავაზობთ. მიიღებს თუ არა იგი ამ შეთავაზებას, მისი გადასაწყვეტია!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ საორგანიზაციო სხდომა გამართა

16:12; 4 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

კობახიძე: არც ერთი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული, ეს არის ჩვენი მიდგომა, უნივერსიტეტების პოლიტიზება იყო წინა ხელისუფლების ხელწერა

15:05; 4 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

,,ვრწმუნდები, რომ დიდი შეცდომა დავუშვით ვარდების რევოლუციის შემდეგ” – სააკაშვილი

11:36; 4 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ვხედავთ მცდელობას, პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა „ღობის საქმედ“ იქნას წარმოჩენილი _ პაპუაშვილი

10:10; 4 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

პარლამენტმა „გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

20:09; 3 თებერვალი, 2026

კონსულტაციები საკუთრების უფლების შესახებ

ნატანებში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა

ყველა სიახლე

ზაფრანი

2026 წლის თებერვალი ზოდიაქოს 3 ნიშნის წარმომადგენლებისათვის ცხოვრების ახალ თავს გახსნის – ასტროლოგები ასახელებენ

20:05; 4.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:04; 4.02.2026
პოლიტიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ საორგანიზაციო სხდომა გამართა

16:12; 4.02.2026
სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით შეუცვალა

15:45; 4.02.2026
საზოგადოება

იოსელიანმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბაჩო ახალაია, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, გრიგოლ ლილუაშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ლევან ხაბეიშვილი მოინახულა

15:23; 4.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: არც ერთი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული, ეს არის ჩვენი მიდგომა, უნივერსიტეტების პოლიტიზება იყო წინა ხელისუფლების ხელწერა

15:05; 4.02.2026
სამართალი

ჩხრეკა ვაგონ სარემონტო ქარხანაში – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

14:37; 4.02.2026
ფინანსები

თიბისი: კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

14:07; 4.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის YouTube პროექტ Creator-ის გამარჯვებული ვერიკო ბაზალი გახდა

13:22; 4.02.2026
საზოგადოება

სიახლე აბიტურიენტებისთვის!

12:53; 4.02.2026
ფინანსები

თიბისი: ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ, ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს  

12:32; 4.02.2026
საზოგადოება

ინფარქტი ოპერაციის დროს მიიღო, თუმცა პაციენტი არ მიატოვა, საოპერაციო მაგიდაზე 23 წლის ბიჭი იწვა… – ოპერაციის შემდეგ ექიმი გარდაიცვალა

11:46; 4.02.2026
პოლიტიკა

,,ვრწმუნდები, რომ დიდი შეცდომა დავუშვით ვარდების რევოლუციის შემდეგ” – სააკაშვილი

11:36; 4.02.2026
საზოგადოება

რა შემთხვევაში აეკრძალება მასწავლებელს სკოლაში მუშაობა 3 წლით

11:29; 4.02.2026
მსოფლიო

სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

10:31; 4.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო