საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დევნილი მოსახლეობისთვის ბინების შეძენის მიზნით, მენაშენეთა კონკურსი ცხადდება – აღნიშნული გადაწყვეტილება ეკონომიკურმასაბჭომ მიიღო, რომელიც დღეს პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა.
მენაშენეთა კონკურსი უახლოეს დღეებში გამოცხადდება და მასში მონაწილეობა იმ მენაშენეებს შეეძლებათ, რომლებიც დედაქალაქში საქმიანობენ. პროექტი გრძელვადიანია დარამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდება. პირველ ეტაპზე საუბარია მშენებარე სახლებში დევნილებისთვის საცხოვრებელი ბინების შესყიდვაზე. მეორე ეტაპი კიგულისხმობს, ამავე მიზნით, წლების წინ შეჩერებული მშენებლობებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას და მათ გააქტიურებას.
ეკონომიკური საბჭოს წევრებმა დევნილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბარისგან მოისმინეს ინფორმაცია პროექტის – "სოფლის სახლი" მიმდინარეობის შესახებ, რაც დევნილიმოსახლეობისთვის სოფლად სახლის შეძენას ითვალისწინებს. სოზარ სუბარის განმარტებით, უკვე შემოსულია 350 განცხადება, რომელთა დიდი ნაწილი წლის ბოლომდედაკმაყოფილდება.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. დევნილები თავად არჩევენ სახლებს სოფლად, თავისი ინფრასტრუქტურით, სახნავ–სათესი მიწით და ხშირ შემთხვევაში მსხვილფეხასაქონლით. ასე რომ, დევნილი მოსახლეობა სოფლად იძენს არა მხოლოდ სახლს, არამედ მათ უჩნდებათ არსებობისა და ოჯახის რჩენის შესაძლებლობა," –განაცხადა სოზარ სუბარმასხდომის დასრულების შემდეგ.