მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისია საქართველოში, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ახალდაბრუნებული მიგრანტების დახმარებას. პროექტი სამწლიანი და ფინანსდება ევროკავშირის მიერ.
პროექტის მიზანია სამშობლოში დაბრუნებულ მოქალაქეების დახმარება, რათა მათ მოახდინონ წარმატებით რეინტეგრაცია და არ იფიქრომ ხელმეორედ მიგრაციაზე. პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ მოქალაქეებს, რომლებიც უცხოეთში იმყოფებოდნენ არანაკლებ 1 წლისა.
დახმარება მოიცავს რამდენიმე კომპონენტს. კერძოდ, ორგანიზაციაში ხდება მიგრანტის საჭიროებების განსაზღვრა და ამის მიხედვით, მისთვის შეიქმნება დახმარების პაკეტი. ძირითადი კომპონენტები, რაშიც მოქალაქეებს ეხმარებან არის: 1. თავშესაფრით უზრუნველყოფა; 2. სამედიცინო დახმარება (იმ კომპონენტებზე, რაც საყოველთაო დაზღვევით არ ფინანსდება); 3. პროფესიული მომზადება/გადამზადება; სამუშაო იარაღების შეძენა და 4. მცირე ბიზნესის დაწყებაში ხელშეწყობა.
ასევე, ცენტრში მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ სანდო ინფორმაცია ლეგალური მიგრაციის შესახებ; კერძოდ, რა მოლოდინები უნდა ქონდეთ უცხოეთში მუშაობა/ცხოვრებასთან დაკავშირებით, როგორ შეარჩიონ დამსაქმებელი, იცოდნენ ტრეფიკინგისსაფრთხეების შესახებ, ინფორმაცია უცხოეთში სწავლის, ვიზების შესახებ და ბევრი სხვა საკითხი. ეს ყველაფერი დაეხმარებათ მოქალაქეებს მომზადებულები გაემგზავრონ უცხოეთში.
მობილურობის ცენტრები განთავსებულია საქართველოს ოთხ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, თელავსა და ბათუმში. მოქალაქეს სურვილისამებრ შეუძლია მიმართოს ნებისმიერ ცენტრს.