16 ნოემბერს, ქალაქ გორში, კარატეში რესპუბლიკური პირველობა გაიმართა, სადაც ლანჩხუთის სპორტულმა ცენტრმა 15 კარატისტით იასპარეზა.
აღსანიშნავია, რომ შეჯიბრზე დებიუტანტის სახით წარმოდგენილი იყო ხაჯალიის კარატისტთა ჯგუფიც, რომელსაც ნათია თურქია და ლაშა ბერიძე წვრთნიან. მათი პირველი მონაგარიც შთამბეჭდავი იყო – ორი ბრინჯაოს მედალით დაბრუნდნენ.
მთლიანობაში კი შეჯიბრზე ქვეყნის მასშტაბით 300 სპორტსმენი იყო წარმოდგენილი, რომელთა შორისაც ლანჩხუთელებმა ცხრა მედალის აღება შესძლეს.
ავთო ბურძგლა, დათო აბაშიძე, გიორგი ჩხაიძე და ამირან აბაშიძე პირველობის პირველადგილოსნები გახდნენ, ხოლო გიორგი კეჭეხმაძე და ქეთი გოგიჩაიშვილი შეჯიბრზე მეორე ადგილს დასჯერდნენ. ბრინჯაო კი სამმა კარატისტმა: ჯემალ აბაშიძემ, ბაჩუკი და რამაზ შაინიძეებმა მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ გორში გამართულ კარატისტთა პირველობას, ლანჩხუთელი მერაბ თურქია მსაჯობდა, რომლის თქმითაც, ლანჩხუთელები 29 ნოემბერს კვლავ ემზადებიან მასშტაბური შეჯიბრისთვის და უკეთესი შედეგის ჩვენების იმედიც აქვთ.