ევროკავშირის მინისტრები მხარს უჭერენ საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას და სამოქმედო გეგმის შეფასების ახალ ეტაპზე გადასვლის ნებას რთავენ
ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის საერთო მიზნის ერთგული რჩება, იმ პირობით, რომ ქვეყანა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, მიგრაციის კუთხით უსაფრთხო და კარგად ორგანიზებული იქნება. 17 ნოემბერს, ბრიუსელში გამართული შეხვედრისას, საგარეო ურთიერთობათა საბჭოში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმნენ ევროკომისიის მეორე, 29 ოქტომბრით დათარიღებულ ანგარიშს, სამოქმედო გეგმის შესრულებისას მიღწეული პროგრესის შესახებ.
საბჭოს დასკვნაში ხაზგასმული იყო სამოქმედო გეგმის შესრულების მნიშვნელობა და აღნიშნული იყო, რომ მინისტრები ასევე მიესალმნენ „ კომისიის შეფასებას ევროკავშირზე შესაძლო სამომავლო შედეგების შესახებ მიგრაციული და უსაფრთხოების კუთხით, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შედეგად“.
მინისტრებმა გაიზიარეს შეფასება რომ საქართველომ შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ეტაპით გათვალისწინებული მოთხოვნები. მათ ასევე დაიწყეს მეორე ეტაპით გათვალისწინებული ცვლილებების შეფასება, და ხაზი გაუსვეს აღნიშნული ეტაპით გათვალისწინებული ცვლილებების სრული და ეფექტიანი შესრულების მნიშვნელობას.
საბჭომ მოუწოდა კომისიას განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა სამოქმედო გეგმის შესრულებისას და განაგრძოს ამ პროცესზე ანგარიშის მომზადება, კერძოდ კი „ მიგრაციისა და უსაფრთხოების სფეროებში შესაძლო ზეგავლენის ჭრილში, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების კუთხით.“
წყარო: ევროკავშირის სამეზობლოს საინფორმაციო ცენტრი
http://www.enpi-info.eu/maineast.php?id_type=1&id=39159&lang_id=450