ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში, წუხელ ქურდობა მოხდა. ქურდებმა სოფელ ოზურგეთში მცხოვრები ლ. ქუტიძე და ო. ქუტიძის ოჯახები გვიან ღამით გაძარცვეს.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ლ. ქუტიძის ოჯახიდან მძარცველებმა წაიღეს 1200 ლარიანი ტელევიზორი, ნოუთბუქი, ფოტოაპარატი, ორი თოფი და სხვა წვრილმანი ნივთები.
ლ. ქუტიძის ოჯახში ქურდები საცხოვრებელი სახლის პირველი სართულიდან შევიდნენ.
როგორც დაზარალებულების მეზობლები "გურია ნიუსთან" ამბობენ, ო. ქუტიძის ოჯახში 700 ლარია დაკარგული.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, პოლიციამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებთ, სოფელ ოზურგეთში მცხოვრები, ორი პირი დააკავა.