ცნობილ და მდიდარ ადამიანებს დიდი მადა გააჩნიათ და მოთხოვნილებებიც – ფუფუნებით ცხოვრების შესაბამისი.
მაიკლ ჯექსონი ცნობილი იყო უყაირათობით. მის რანჩოზე განთავსებული იყო ატრაქციონების პარკი, კინოთეატრი 50 ადგილით და ზოოპარკი, რომლის შენახვაც ჯექსონს ყოველწლიურად ხუთი მილიონი დოლარი უჯდებოდა.
მადონას, რომელიც ერთი ხანია კაბალის მიმდევარი გახდა, რელიგია უფლებას არ აძლევს ჩვეულებრივი წყალი მიირთვას, ამიტომაც “წმინდა წყლისათვის” ყოველ თვეში 10000 დოლარს ხარჯავს.
ტომ კრუზს, ვისი ქონებაც 250 მილიონ დოლარადაა შეფასებული, ასევე უყვარს ჯიბეზე ხელის გაკვრა. აქვს რამდენიმე სახლი, მოტოციკლების მთელი კოლექცია და საკუთარი თვითმფრინავი, რომლის მარტო საწვავში გასულ წელს ერთი მილიონი დოლარი დახარჯა.
რეპერი და მსახიობი „50 cent“ წარსულში ტყვიას ძლივს გადაურჩა. ამის გამო ისეთი შეშინებულია, რომ პირადი მცველებისთვის ფული არ ენანება. ის მათ ყოველთვიურად 20000 დოლარს უხდის. დღემდე ამოუცნობია, რატომ აირჩია ფსევდონიმად „50 cent“.
ნიკოლას კეიჯს ბოლო დროს ფინანსური პრობლემები აქვს, რაც მისი გადამეტებული ხელგაშლილობის ბრალია. მსახიობის ქონებას შეადგენს რამდენიმე სახლი, ორი კუნძული და 60-მდე ავტომობილი. კეიჯს ძალიან უყვარს ექსტრავაგანტური წვეულებების მოწყობაც. ერთხელ, მაგალითად, საშობაო ზეიმზე სუფრა ყინულის მაგიდებზე გააშლევინა, ჰაერში ხელოვნური თოვლის ფიფქები ტრიალებდა, ხოლო ჭიშკართან „მაკნატუნების“ გიგანტური ქანდაკებები იდგა.
ჰალკ ჰოგანის განქორწინების პროცესზე გაირკვა, რომ მისი ცოლი ლინდა ჰოგანი არც ისე მორიდებით ხარჯავდა ფულს ოჯახის ბიუჯეტიდან. ერთი თვის მანძილზე მან შეიძინა 7258 დოლარის ტანსაცმელი, 1690 დოლარი სამკაულებში დახარჯა, რესტორნებში 1247 დოლარი დატოვა, მსახურებს 7502, ხოლო მებაღეს 2464 დოლარი გადაუხადა, საკუთარი სხეულის მოსავლელად კი 801 დოლარი არ დაენანა.
ჯეიმი ფოქსმა შეიძინა ნიანგის ტყავის პიჯაკი, რომელშიც 20 მილიონი დოლარი გადაიხადა.