(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ 2010-2011 სასწავლო წლის ბოლოს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სკოლის დირექტორი გაათავისუფლეს, რამდენიმემ თავად დაწერა განცხადება გათავისუფლების თაობაზე. 15 ოქტომბრიდან ერკეთის საჯარო სკოლის დირექტორი რომან ცაგარეიშვილია, გუთურის _ მზია ოსეფაიშვილი, ჩხაკაურას _ მუჰამედ ქათამაძე, გორაბერეჟოულის არასრული საჯარო სკოლის _ ელგუჯა კიკვაძე. _ ახალდანიშნული დირექტორები უკვე შეუდგნენ მუშაობას, _ გვითხრეს ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრში.