ნატო-ს გენერალური მდივნი იენს სტოლტენბერგი მოუწოდებს რუსეთს, უარყოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოებისა და საქართველოდან თავისი ჯარები გაიყვანოს.
_ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტეროტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვცნობთ სამოკავშირეო და სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებულ შეთანხმებას რუსეთსა და საქართველოს რეგიონს -აფხაზეთს შორის, რომელსაც ხელი 24 ნოემბერს მოეწერა.
ეს ეგრეთწოდებული ხელშეკრულება ხელს არ უწყობს გრძელვადიან სამშვიდობა პროცეს საქართველოში. პირიქით, ის არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ღიად უპირისპირდება საერთაშორისო სამართალს, ევროპის უსაფრთხოებისა და პარტნიორობის ორგანიზაციის პრინციპებსა და რუსეთსი საერთაშორისო ვალდებულებებს.
ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, უარყოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოებისა და საქართველოდან თავისი ჯარები გაიყვანოს, _ აღნიშნულია იენს სტოლტენბერგის მიერ ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში.