რამდენიმე დღის წინ ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ჰარისონ ფორდმა თანამემამულე ჟურნალისტებს მორიგი ინტერვიუ მისცა. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი საუბრის დროს, ბატონმა “ინდიანა ჯონსმა” ცოტა არ იყოს უცნაური სურვილის შესახებ განაცხადა.
69 წლის მსახიობმა აღიარა, რომ ძალიან უნდა ერთხელ მაინც თავის წარმატებულ კარიერაში ქალის როლი შეასრულოს.
ჰარისონ ფორდის ერთ-ერთი საყვარელი კინოსურათი “ტუტსი” ყოფილა. არანაკლებად პოპულარული კოლეგის, დასტინ ჰოფმანისა კი ძალზე შურს. შეგახსენებთ, რომ ფილმ “ტუტსიში” ჰოფმანმა ქალი მსახიობის როლი განასახიერა.
თავისი ოცნება ფორდმა იმით ახსნა, რომ ახალი როლის არჩევისას ყოველთვის მხოლოდ ემოციებითა და ცნობისმოყვარეობით ხელმძღვანელობს. დღემდე არავისთვის მიუცია უფლება, რომ მის მაგივრად გადაეწყვიტა როგორი პერსონაჟების თამაში უფრო დააინტერესებდა.