რამდენიმე საათის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „The Sun” საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
ცნობილი გახდა რომ კამერუნის ეროვნული გუნდისა და ბრიტანული „ევერტონის“ თავდამსხმელი სამუელ ეტოო… ოფიციალურად დაქორწინდა.
გაგიკვირდებათ და 33 წლის შემტევი, მეუღლე ჟორჟეტასთან ერთად უკვე ათი წლის განმავლობაში ცხოვრობს. წყვილს დღეისთვის ოთხი შვილი ჰყავთ.
საინტერესოა, რომ ბატონი სამუელი და ქალბატონი ჟორჟეტა დღემდე ოფიციალურად დაქორწინებულები არ იყვნენ.
გუშინ კამერუნის ეროვნული გუნდის 33 წლის შემტევმა ამ „გაუგებრობის“ გამოსწორება მოინდომა.
სამუელ ეტოოსა და ჟორჟეტას საქორწინო ცერემონიალი იტალიის ქალაქ კომოში გაიმართა. მას ამ ქალაქის მერი, ვინმე სანდრო ვერგანიც ესწრებოდა.
წყვილმა საკუთარი ურთიერთობა ოფიციალურად გააფორმა. შემდეგ კი დიდი ქეიფი გაიმართა, რომელსაც ძირითადად ეტოოსა და ჟორჟეტას ახლო ნათესავები, ასევე იტალიაში მყოფი კამერუნელები დაესწრნენ.