ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო აქციას, შვეიცარიაშიც გამოეხმაურნენ.
"უთხარი არა ძალადობას", "არ მოკლა, სცემო, შეურაცხყო ქალი, ძალადობა დანაშაულია", " მე მაქვს სიცოცხლის უფლება! სახელმწიფო, დაიცავი ჩემი თავის-უფლება!" – ამ და სხვა მოწოდებებით შეუერთდნენ საქართველოში გამართულ ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო აქციას ჟენევის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები სტუდენტები.
აქცია "გურია ნიუსის" ჟურნალისტის, თეონა გიგაურის მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც ჟენევის უნივერსიტეტის სტუდენტია.