ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, მერიის კულტურის სამსხურის ყოფილ უფროსს, 8000 ლარის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება, რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
აღნიშნულ საქმეზე, თეიმურაზ ცამციშვილის სასამართლო პროცესი, ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ გამოძიება ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ყოფილ უფროსს, ბიუჯეტის თანხის გაფლანგვასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. საუბარია ქალაქის მერიასა და შპს-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე.
აღნიშნული შპს მერიისთვის მიკროავტობუსებით მომსახურებას უზრუნველყოფდა. ბრალდების მხარის განცხადებით, ხელშეკრულებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კულტურის სამსახურმა ერთ-ერთი შპს-ს სასარგებლოდ საჭიროზე მეტი თანხა გადარიცხა.
საქმეზე თეიმურაზ ცამციშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182 მუხლის "ბ" და "გ" მუხლით მიმდინარეობდა, რაც 4 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.