ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა, დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
პარლამენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტი საბოლოო, მესამე მოსმენით, გუშინ დაამტკიცა.
კანონპროექტს მხარი 73 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი პარლამენტის 30 წევრი წავიდა.
აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების უფლება შსს-ს რჩება, თუმცა, ამოქმედდება ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა, რომელთაგან ერთი გასაღები შს სამინისტროს რჩება, ხოლო მეორე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ექნება.
კანონპროექტი, პრეზიდენტს ხელმოსაწერად გუშინვე გადაეგზავნა, თუმცა პრეზიდენტმა, უკვე მეორედ, ვეტოს უფლებით ისარგებლა.
შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებს ვეტო დაადო.