ლანჩხუთში, გუშინ საღამოს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. "გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ლანჩხუთში ბენზინგასამართ სადგურ "რომპეტროლთან", საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ფეხით მოსიარულე ქალს დაეჯახა.
ასევე, წყაროს ინფორმაციით, დაზარალებული ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმე.
აღნიშნულ ფაქტს შსს-ს პრესსამსახურში გვიდასტურებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ პატრულის ბრალეულობა მაშინ დადგინდება, თუ ამას გამოძიება დაადგენს.
"ფაქტს გიდასტურებთ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქმე პროკურატურაშია, მიმდინარეობს ძიება ს.ს. საქმეზე".
აღნიშნულ ფაქტს აჭარის პროკურატურა იძიებს.