სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით 23 მაისი, წმინდა სვიმონ კანანელის ხსენების დღე, „აფხაზეთის დღედ“ დაწესდა.
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა, ამ დღესთან დაკავშირებით, სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღავლინა.
პარაკლისს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია დაესწრნენ. (R)