საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, ლაგოდეხში, სოფელ მსხალგორის სიახლოვეს არსებულ მთებში, კლდეში ჩავარდნილი 23 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიტანეს, _ ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 26 ივლისს, 15:28 საათზე შევიდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, ურთულესი რელიეფის გამო შეუძლებელი გახდა საფეხმავლო ბილიკების გამოყენებით ცხედრის გადმოსვენება, რის გამოც სამაშველო სამუშაოებში, 27 ივლისს, გამთენიისას ჩაერთო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში.