საგამოძიებო სამსახურმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გააადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან ერთად, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქრთამის აღები ფაქტზე, ამავე სამინისტროს ქვემო ქართლის მცხეთა მთიანეთისა და კახეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსი, მერაბ გოქსაძე დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, მოქალაქისგან მისთვის სახელმწიფოს მხრიდან საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ გადაცემაში, დახმარების გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 1000 აშშ დოლარი აიღო.
დანაშაულებრივ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338 – ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 11 წლამდე ვადით.