თბილისში მეორადი მოხმარების ტანსაცმლის მრავალი მაღაზია არსებობს. ეს საქმიანობა საკმაოდ მომგებიანია და მუშტარიც მრავლად ჰყავს. ”ძონძების” ბიზნესით დაკავებულებს ერთი წინადადება მინდა რომ მივაწოდო.
ცნობილი ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი ნახმარ ტანსაცმელს არასოდეს იშორებს და საგულდაგულოდ ინახავს. მაინც რა გაუჭირდა ისეთი, რომ 110 მილიონ დოლარად შეფასებული ქონების პატრონი ნახმარ კაბებს, შარვლებსა თუ ფეხსაცმელს ვერ ელევა.
ბოლოს და ბოლოს ლოპესის სახლი ერთ დიდ ძველმანების საწყობად გადაიქცა და ისიც ფრიად შეწუხდა.
ცოტა ხნის წინ ქალმა ოფიციალურად განაცხადა, რომ სახლში ნახევარი მილიონი დოლარის ”ტავარი” მიდევს და ვინც თავიდან მომაცილებს სრულიად უსასყიდლოდ გავატანო.
ასე რომ გამოიჩინეთ მარიფათი ქართველო ”სექენდ-ჰენდების” მფლობელებო. დაუკავშირდით ”ჯეი-ლოს”. თავდაპირველად მოელაპარაკეთ, შემდეგ გემი დაიქირავეთ და გასწიეთ ლოს-ანჯელესისაკენ.