https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“პენსიის 10-ლარიან მატებას ინფლაცია „შეჭამს“

17:12; 3.12.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

2015 წელს დაგეგმილი საპენსიო რეფორმა ისევ განსჯის საგანი ხდება. მთავრობის ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ჯანდაცვის მინისტრის რეფორმა მარტოხელა პენსიონრებს სოცილური დახმარების გარეშე დატოვებს, დაანონსებული 10-ლარიანი მატება კი, ლარის კურსის ვარდნის გამო, საარსებო მინიმუმს დაახლოების ნაცვლად, კიდევ უფრო შორდება. ქსპერტთა ნაწილს კი მიაჩნია, რომ 10 ლარით პენსიის ზრდა  ის მაქიმუმია, რაც დღეს ხელისუფლებას შეუძლია; რეალურად მეტი ტვირთის აწევა, ბიუჯეტის პრობლემების გათვალისწინებით, შეუძლებელია.

"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ დავით სერგეენკოს მორიგი რეფორმა მარტოხელა პენსიონერებს სოციალური დახმარების გარეშე დატოვებს, მარტოხელა პენსიონერს და ცალკე მცხოვრებ პენსიონერ ცოლ-ქმარს კი, სოციალური დახმარება შეუწყდება.

"ჯანდაცვის სამინისტროს საპროგნოზო მონაცემებივე აჩვენებს, რომ სერგეენკოს მიერ ინიცირებული ცვლილებით ქართული ოჯახების ზოგადი სიღარიბე არათუ არ იკლებს, არამედ ოდნავ იმატებს კიდეც. აღსანიშნავია, რომ პენსიის დაანონსებული 10-ლარიანი მატება უკვე შეჭამა ლარის კურსის ვარდნამ და საკვებსა და მედიკამენტებზე ფასების მატებამ, ხოლო პენსიის ოდენობა კი არ დაუახლოვდა, დაშორდა რეალურ საარსებო მინიმუმს.  ბიძინა ივანიშვილის მმართველობის 2 წელი ეკონომიკური სტაგნაციით, ინვესტიციების კლებით, სამუშაო ადგილების დაკარგვით და ბიუჯეტის შეუსრულებლობით გავიდა. ამიტომაცაა, რომ მისი მთავრობა ვერ ახერხებს ასწიოს ის სოციალური ტვირთი, რაც ბიუჯეტს დააწვა“, _ აღნიშნავს ჭიაბერაშვილი.

მისივე თქმით, "ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღწერის ახალი მეთოდოლოგია შეიმუშავა, რომელიც მიხედვითაც ოჯახების ქულებით შეფასებისას ძირითადი ყურადღება შემოსავალზე გაკეთდება.

 "_ სამინისტროს მიერ ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტზე წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, ახალი მეთოდოლოგიით ფულად დახმარებას 141,831 ოჯახის ნაცვლად 106,000 ოჯახი მიიღებს. ამ ოჯახებიდანაც ყველა ვეღარ მიიღებს დახმარების იმავე ოდენობას, რასაც ადრე იღებდა. სულზე საშუალო 52 ლარის ნაცვლად, ზოგიერთი ოჯახი სულზე 40 ან 30 ლარს მიიღებს.

იმის გამო, რომ ზედიზედ მეორედ ბიუჯეტს ვერ ასრულებს, ბიძინა ივანიშვილის მთავრობა ცდილობს, ფული ყველაზე გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე დაზოგოს“, _ ამბობს ჭიაბერაშვილი.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ასევე შიშობს, რომ, რეცეპტის გაუაზრებლად შემოღების მსგავსად, სერგეენკოს მორიგი რეფორმაც წარუმატებელი აღმოჩნდება. სოციალურად დაუცველ ოჯახებში ბავშვის დანამატის შემოღება უნდა მოხდეს, მაგრამ არა სხვა გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე.

პარტია მინისტრ სერგეენკოსგან მოითხოვს სოციალურად დაუცველთა ბაზაში დღეს მყოფ პენსიონერთა დაცვის სპეციალურ გარანტიებს, აგრეთვე, მარტოხელა პენსიონერთა შინ მოვლის ცალკე პროგრამების შემუშავებასა და ამოქმედებას.

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ლევან კალანდაძე  "გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ "ის პირობა, რაც ახალმა მთავრობამ საზოგადოებას მისცა, მხოლოდ ნაწილობრივ არის შესრულებული“ და საპენსიო რეფორმის ავკარგიანობაზე საუბარი ნაადრევია.

"ფორმალურად არის საარსებო მინიმუმთან პენსიის ოდენობა გათანაბრებული, მაგრამ პირობის მეორე ნაწილი, რომ საარსებო მინიმუმის მეთოდიკა გადაიხედებოდა და თანამედროვე სტანდარტებს მიუახლოვდებოდა, არ შესრულდა. ის რასაც დღეს პენსიას ვეძახით, რეალურად პენსია არ არის, ეს არის სოციალური დახმარების ნაირსახეობა. 10 ლარით პენსიის ზრდა კი ის მაქსიმუმია, რაც დღეს შეუძლია ხელისუფლებას, ისიც 2015 წლის ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში. რეალურად მეტი ტვირთის აწევა ბიუჯეტის პრობლემების გათვალისწინებით ხელისუფლებას არ შეუძლია. თუმცა, ეს რამდენიმე მიზეზის გამო ეფექტური ნამდვილად არ არის. 160 ლარიდან 10 ლარით მომატებული პენსია, პრაქტიკულად "შეჭმული“ იქნება ინფლაციის მიერ. რის გამოც, სრულიად შესაძლებელია, რომ 2015 წლის სექტემბერში 160 ლარს გაცილებით ნაკლები რეალური მსყიდველობითი უნარი ჰქონდეს, ვიდრე ეს უნარი 2014 წლის სექტემბერში 150 ლარს ჰქონდა. მაინც მგონია, რომ წმინდა ეკონომიკური, რაციონალური გათვლა და საფუძველი ამ პენსიის მომატებას არა აქვს და ეს პიარის ნაწილია შეპირებული პენსიების გაზრდისა. ხელისუფლება პენსიებს იმიტომ ზრდის, რომ პირობა იყო ასეთი და არა იმიტომ, რომ ეს მისთვის პრიორიტეტია. პრიორიტეტად ამის არსებობის შემთხვევაში აბსოლუტურად სხვა ქმედება უნდა განეხორციელებინა ხელისუფლებას, საპენსიო განაკვეთის ოდენობა პირდაპირ უნდა მიება საარსებო მინიმუმზე, ოღონდ საარსებო მინიმუმის დაანგარიშების მეთოდოლოგია, რაც ძალიან ბევრ სერიოზულ კითხვის ნიშანს ბადებს, უნდა გადაეხედა“, _ ამბობს კალანდაძე.

მისივე თქმით, "ყველა ექსპერტული გათვლით, დღეს არსებული საარსებო მინიმუმი 220-240 ლარის ფარგლებშია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეული ხარვეზები გვაქვს საარსებო მინიმუმის დაანგარიშების მეთოდოლოგიაში, რეალურ მაჩვენებელს სტატისტიკის დეპარტამენტი ვერ აფიქსირებს“.

"_ პრობლემა სხვა რამეა, პრობლემაა ის, რომ პოლიტიკური ნება არა გვაქვს საარსებო მინიმუმის მეთოდოლოგიის შეცვლის, ამ თვალსაზრისით  უხერხულობები იქმნება.

ხელისუფლებას რომ ეს მეთედოლოგია გადაეხედა და მისთვის ამავდროულად მიება საპენსიო უზრუნველყოფა, ბუნებრივია, საპენსიო განაკვეთის გაზრდა მნიშვნელოვნად მოუწევდათ.  ეს, დაახლოებით, 240 ლარამდე იქნებოდა თითოეული პენსიონერისთვის.

იმის გამო, რომ ხელისუფლებას ფინანსური რესურსი არა აქვს, ვერ დაასტაბილურა როგორც შემოსავლების ასე ხარჯების ნაწილში საბიუჯეტო პროცესი, ბუნებრივია, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიიღეს“, _ ამბობს კალანდაძე.

მისივე თქმით, "ანალოგიური პრობლემა ჰქონდა წინა ხელისუფლებასაც. მაშინაც პოლიტიკური ნებელობა არ არსებობდა ამ თემის განხორციელების, შესაბამისად, ვერც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებდა წინა ხელისუფლება. პრაქტიკულად, ეს საპენსიო უზრუნველყოფის თანხების გაორმაგებას გამოიწვევდა. რაც წინა ხელისუფლებამაც ვერ შეძლო“.

 რაც შეეხება იმას, საპენსიო რეფორმის განხორციელების შემდეგ დაშორდება თუ არა საარსებო მინიმუმს პენსიის ოდენობა, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია.

"თვითონ საპენსიო რეფორმის შინაარსი უნდა ვიცოდეთ, რაც ცნობილი არ არის. ხელისუფლებამ მხოლოდ დააანონსა, რომ ეს რეფორმა მოხდება და შემოვა ე.წ. დაგროვებითი პენსიის კომპონენტი, თუმცა რას ითვალისწინებს და რა ფინანსური მოდელი იქნება, შემუშავებული, ცნობილი არ არის“, _ ამბობს კალანდაძე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პენსიების თემასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ, 27 ნოემბერს ისაუბრა და ის სქემა წარმოადგინა,  რომლის მიხედვითაც,  2015 წლის 1 სექტემბრიდან პენსიები 10 ლარით გაიზრდება.  

მისი ინფორმაციით, 2013 წელს ასაკით პენსიონერებისთვის პენსია გაიზარდა შესაბამისად 25 და 40 ლარით, მნიშვნელოვნად შშმპ პენსიონერებისათვის 50 ლარით.

თუ ასაკით პენსიონერი არის სოციალურად დაუცველი, ის ასევე იღებს გაორმაგებულ სოციალურ შემწეობას.

წარმოდგენილი სქემის მიხედვით, 2012 წლისათვის  საპენსიო გასაცემელი იყო მილიარდზე ნაკლები, 2014 წელს ეს ციფრი გახდა 1. 324,000,000  მილიარდი ლარი, ხოლო 2015 წლისთვის იქნება 1. 390,000,000 მილიარდი ლარი, ანუ, 400 მლნ. ლარამდე  ზრდა მოხდა.

"დღეს მიმდინარეობს მუშაობა ახალ საპენსიო რეფორმაზე.  ვფიქრობთ, ეს იქნება კარგი სიახლე და ხელისუფლების ერთ-ერთი დიდი მიღწევა. ამ რეფორმის გატარებით ჩვენ შევძლებთ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ პენსიების თემით სპეკულირება და რაც ჩვენთვის ყველაზე მთავარია, პენსიონერებს შევუქმნათ უკეთესი ცხოვრების პირობები", _ აღნიშნა ხუნდაძემ. 

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ცარცით შეღებილი ფანჯრის რაფები - ანუ ქალთა მიმართ ძალადობის ნაირსახეობა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტს დასუფთავების ახალი მანქანები ჰყავს

ყველა სიახლე

მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11.09.2026
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:46; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დაკავებისას – მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის

18:37; 11.09.2026
ფინანსები

100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის

18:36; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დააკავეს

18:12; 11.09.2026
ფინანსები

Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს სხვადასხვა შეთავაზებები დახვდებათ

17:58; 11.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11.09.2026
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია

16:16; 11.09.2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11.09.2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11.09.2026
სამართალი

მარგო მარგო ზოიძის მკვლელობის საქმე _ სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნო

13:45; 11.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! _ მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა

13:10; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო