5 დეკემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელშეწყობით, პროექტის "ტრადიცია – ეროვნული საგანძური"-ს ფარგლებში, თბილისელ მაყურებელს წარუდგენს აღდგენილ უძველეს ქართულ (სვანურ) ტრადიციულ ჭიდაობას, ასევე დმანისის ფოლკლორული ანსამბლის "შგარიდას" კონცერტს. პროექტის ავტორი -გურგენ გურჩიანი.
• 11 საათზე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში (აღმაშენებლის 68) გურგენ გურჩიანი მსმენელს გააცნობს თავის დაკვირვებებსა და მოსაზრებებს სვანეთის უძველეს საკულტო-სარიტუალო სიმღერებზე, უამბობს ფოლკლორულ ანსამბლ "შგარიდას" რეპერტუარში მათი აღდგენა-დამკვიდრების შესახებ.
• 14 საათზე ვარდების ბაღში (აღმაშენებლის 73) გაიმართება აღდგენილი ტრადიციული სვანური ჭიდაობის პრეზენტაცია დმანისის სპორტული სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით (მწვრთნელები – იოსებ და კორნელი გირგვლიანები).
• 19 საათზე ვარდების ბაღში გაიმართება დმანისის ფოლკლორილი ანსამბლის "შგარიდას" კონცერტი (ხელმძღვანელი – გურგენ გურჩიანი).