საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი, რომელიც 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს სამხედრო ძალთა რაოდენობის დამტკიცების ზუსტ პროცედურას განსაზღვრავს, საპროცედურო და წესების კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს.
ცვლილებით, საქართველოს პრეზიდენტს აღარ აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება და, შესაბამისად, პარლამენტს ის არ წარუდგენს სამხედრო ძალთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ კანონის პროექტს. რეგლამენტის პროექტით, საქართველოს სამხედრო ძალთა რაოდენობასთან დაკავშირებულ საკითხს პარლამენტს წარუდგენს ეროვნული უშიშროების საბჭო, ხოლო პარლამენტი სამხედრო ძალთა რაოდენობას დადგენილებით დაამტკიცებს.