https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რას გვიქადის ხელისუფლების “მათრახის პოლიტიკა”?!

4:10; 26.10.2011
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“სამწუხაროდ, ნაციონალურ არხებზე ხდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მარგინალიზაცია, რეალურ ცვლილებებს კი, ვფიქრობ, ვერაფერი შეაჩერებს”, _ ამბობს პარლამენტის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე. იგი დღეს ჩვენი გაზეთის სტუმარია.

_ ბატონო დიმიტრი, ოპოზიციური პარტიების შეფასების პარალელურად, ივანიშვილმა ქართული მედიაც საკმაოდ გააკრიტიკა…

_ მედია საშუალება, რომელიც არ არის ნეიტრალური მხარე, ანუ მიუკერძოებელი არბიტრი, დამეთანხმებით, ხშირ შემთხვევაში გვევლინება პროპაგანდისტულ მანქანად, ინსტრუმენტად. ამის დასტურია ნაციონალურ არხებზე გასული სიუჟეტები. იფრქვევა ლანძღვა-გინება, ნაცვლად იმისა, რომ ობიექტურად გაშუქდეს პროცესები, რომლებსაც სათავეში ჩაუდგა ადამიანი, რომელსაც აქვს უდიდესი კაპიტალი, ბოლო 15 წლის მანძილზე ეწევა აქტიურ ქველმოქმედებას, ყოველდღიურ რეჟიმში დგას თავისი ქვეყნის კულტურის თუ სხვა სფეროების სადარაჯოზე, ეხმარება სხვადასხვა სოციალურ ფენას, რომ საზოგადოებაში შეინარჩუნოს თავისი ადგილი. ეს იყო ივანიშვილის უტყვი პოლიტიკის გამოხატულება და ახლა ღიად განაცხადა პოლიტიკაში შემოსვლის შესახებ.

_ ეს მისი მხრიდან სწრაფი გადაწყვეტილება იყო?

_ მე ასე არ ვფიქრობ, მან ყველაფერი კარგად გააანალიზა, ის ძლიერი პრაგმატიკოსია. მაშინ, როდესაც ქართული საზოგადოება სასოწარკვეთილი იყო, უცებ თამაშში შემოვიდა მძლავრი ფიგურა, რომელსაც ზურგს უმყარებს სერიოზული კაპიტალი. მან განაცხადა, რომ ქმნის პარტიას.

_ ხალხი არ ენდობა ოპოზიციურ ძალებს და თვლის, რომ ისინი თავიანთ ინტერესებს აყენებენ წინ.

_ გეთანხმებით, ოპოზიციის ბევრი ლიდერი, დღეს, დისკრედიტირებულია. მათ ვერ უერთგულეს იმ ღირებულებებს, რომლითაც ფასდება ნებისმიერი პოლიტიკოსი. ამიტომ, იმ ჯანსაღ ძალებთან ერთად, რომლებიც არ მიეყიდნენ “ნაციონალურ მოძრაობას”, არ აირჩიეს მმართველი გუნდის თამაში, ქმნის ერთ დიდ კონგლომერაციას და დაუპირისპირდება სახელისუფლო პოლიტიკურ ძალას, რომელიც საკუთარი ძალაუფლების ტყვეობაში იმყოფება. ჯერ საბოლოო კონტური არ არის გამოკვეთილი, კონსულტაციები გრძელდება. შემდეგ შიდაპრაიმერის დონეზე ვიფიქრებთ იმ ბირთვზე, რომლითაც მოხდება მისი დანაპირების შესრულება.

_ ჩვენ ვხედავთ, როგორი მანკიერი და წარუმატებელია ერთპარტიული მმართველობა…

_ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობით მოსვლა არ ნიშნავს “ნაციონალური მოძრაობის” რეკორდის მოხსნას. იქ იქნებიან სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანებები, კოალიცია არ ნიშნავს, რომ ეს იქნება ერთიანი პოლიტიკური გუნდი; გახსოვთ, რომ კრახით დასრულდა “მოქალაქეთა კავშირის” მოღვაწეობა. ასეთ ბედს გაიზიარებს “ნაციონალური მოძრაობაც”.

_ თუმცა, სახელისუფლებო გუნდი უკვე საარჩევნო რეჟიმშია. შესაძლებელია, დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?

_ არა მგონია ეს ხელისუფლებისთვის იყოს ხელსაყრელი. სამწუხაროდ, იგი გაუაზრებელ ნაბიჯებს დგამს _ კაცს, რომელიც 15 წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში, ეწევა აქტიურ ქველმოქმედებას, მის სახელს უკავშირდება ბევრი სახელმწიფო პროექტი, მოულოდნელად უუქმებენ მოქალაქეობას. მასში ეძებენ რუსულ კვალს, პრობლემებს უქმნიან მის ბანკს, მოქალაქეობას ართმევენ მის მეუღლეს. ეს მათ წისქვილზე არ ასხამს წყალს. ჩვენ არ უნდა ვიჩქაროთ, არ გავუსწროთ მოვლენებს წინ. ვადამდელი არჩევნები არც ოპოზიციისთვის არ უნდა იყოს მისაღები. საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მიერ შემუშავებული პროექტი გადაგზავნილია განსახილველად ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიაში. პირველად დასკვნას ნოემბერ-დეკემბერში მოვისმენთ, რასაც უნდა მოჰყვეს საკანონმდებლო ორგანოში აქტიური განხილვები. წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით, გაზაფხულამდე აღნიშნული კოდექსის მიღება ვერ მოხერხდება.

_ ვანო მერაბიშვილის მისამართით გაკეთებული განცხადებებით რა უნდა იფიქროს საზოგადოებამ?

_ ბატონი ბიძინას მხრიდან აღიარებულია ის გარემოება, რომ პოლიციის რეფორმა არის წარმატებული, მაგრამ ის ამბობს, თუ ყოველივე ამას ჩამოვაშორებთ სოდ-ს, კუდ-ს, იმ საიდუმლო პოლიტიკური პოლიციის წარმომადგენლებს, ჯანსაღი პოლიციის სისტემა სახელმწიფოებრივად საუკეთესო პირობაა ზედნაშენის აშენებისთვის. რაც შეეხება მის მოწოდებას, აქ იცვლება მისი ტონი, ის აცნობიერებს, რომ პრეზიდენტთან ყველაზე დაახლოებული პირი შინაგან საქმეთა მინისტრია. როგორც მის უპირველეს მრჩეველს მიმართავს, არ გადადგას წინ ნაბიჯი, რადგან იქ უფსკრულია და შეიძლება, პოლიტიკურად ჩაიჩეხოს. თუ სააკაშვილი ყურს არ დაუგდებს, მაშინ პასუხისმგებლობას აკისრებს მერაბიშვილს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება და გადადგეს, ისე, როგორც თავის დროზე გადადგა ზურაბ ჟვანია. მინისტრის გადადგომაში ივანიშვილი შესაძლოა, სულაც არ გულისხმობს მის პოლიტიკურ ველში დატოვებას. ვფიქრობ, მან მერაბიშვილს მისცა შანსი, რომ მიიღოს სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება.

_ რატომ გექცევათ საპარლამენტო უმრავლესობა ასე ხისტად?

_ ჩვენ შორის ბრძოლა დიდი ხანია დაიწყო. ისინი ვერ ეგუებიან განსხვავებულ აზრს, მე ვცდილობდი კონკრეტულ საქმეებში პენიტენციალურ სისტემაში დავხმარებოდი ადამიანებს, რადგან დღემდე ადგილი აქვს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს; ვცდილობ, ეს ფაქტები საერთაშორისო ორგანიზაციების მსჯელობის საგანი გახდეს. ისე აღშფოთდნენ, რომ გამათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან _ აღარ ვარ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ვხედავთ, რომ ქვეყანაში არ არსებობს მართლმსაჯულება, ფეხქვეშ ითელება ადამიანის უფლებები, დაუცველია კონსტიტუციით გარანტირებული უფლება; მაგალითად, საკუთრების უფლება _ თქვენ იცით, რომ გონიოში, 270 ოჯახს ერთბაშად წაართვეს კუთვნილი ქონება. საქართველო, აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს შორის, სტრასბურგის სასამართლოში შესული საჩივრების რაოდენობით პირველ ადგილზეა. ეს ტრაგედიაა და ამას სჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება. მალე დავინახავთ, თუ რა შეუძლია ქართველ ხალხს.

_ რა შეუძლია ხალხს, თუ თვლის, რომ იგი პოლიტიკური თამაშიდან გამოთიშეს?

_ მას სჭირდება ლიდერი და პოლიტიკური წარმმართველი ძალა. ასეთ შემთხვევაში, ის აუცილებლად გააკეთებს სწორ არჩევანს. ახლა, მთავარია, არ “გავაფეტიშოთ” ივანიშვილის შესაძლებლობები, არ ვიბრძოლოთ ახალი უმრავლესობის ჩამოყალიბებისთვის.

_ თუ ხელისუფლება ებრძვის განსხვავებულ აზრს, ბუნებრივია, მას არ სურს ჰყავდეს თავისუფალი მოქალაქე.

_ რა თქმა უნდა, ეს მათ ინტერესებში არ შედის; დღეს, სამუშაო ადგილი აქვთ მათ მხარდამჭერებს, დანარჩენები განწირული არიან შიმშილისთვის, ან სამათხოვროდ მიიღებს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთათვის განკუთვნილ ფულად დახმარებას. როცა ქვეყანაში არ მოქმედებს სოციალური პოლიტიკის განმსაზღვრელი კანონმდებლობა, შრომის კანონი კაბალურია, ხდება საზოგადოების დამცირება და შემდეგ დამორჩილება. ხელისუფლების “მათრახის პოლიტიკა” ქართველ ხალხს ყოველდღიურად დამორჩილებისკენ მიერეკება და დაუმორჩილებელთათვის ფიზიკური არსებობის რისკიც კი დგას! დღეს, ქვეყანაში მილიონ ოთხასორმოცდაათი ათასი ადამიანია ღარიბის სტატუსის მატარებელი! _ ეს იმას ნიშნავს, რომ ერს მალე აღარ ექნება სიცოცხლის გაგრძელების შანსი. ამიტომ, ივანიშვილის, როგორც კარგი სტრატეგისა და ძლიერი პრაგმატიკოსის გამოჩენა, იმედის მომცემია.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

17 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყაველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით გამოვა

13:24; 15 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

დაიშალა თუ არა გვარამია-ჯაფარიძის კოალიცია

10:29; 15 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

სიმონ ჯანაშია: ყველაფერს ერთი მიზანი აქვს, უნივერსიტეტები დაემორჩილონ ერთ პარტიას

10:11; 15 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სიმონ ჯანაშიას – თქვენ, ფრონტის წინა ხაზზე ამ ძალადობრივ აქციებში გაუშვით ეს ახალგაზრდები და ახლა მოკალათებული ხართ სავარძელში

09:54; 15 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ელენე ხოშტარია: განათლებას აუქმებენ – არც ფულს დავხარჯავთ ამაში და არც თქვენი ცოდნის ატანა შეგვიძლიაო!

20:31; 13 თებერვალი, 2026

ჯვარისხიდის მშენებლობა დასრულდა

ამოწურულია თუ არა რუსულ ქართული ურთიერთობების პერსპექტივა

ყველა სიახლე

საზოგადოება

ქვის ცვენა და ზვავსაშიშროება – სად აიკრძალა მოძრაობა

20:32; 15.02.2026
საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაუჩინარებული მოქალაქის ძებნა-შველის ღონისძიებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

19:08; 15.02.2026
საზოგადოება

“გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა”- მეუფე შიოს ქადაგება მირქმის დღესასწაულზე

18:26; 15.02.2026
სპორტი

“ბორჯღალოსნებმა” ნიდერლანდებს მოუგეს

18:12; 15.02.2026
სამართალი

“კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 10 000 აშშ დოლარი გამოსძალეს”

18:04; 15.02.2026
საზოგადოება

სენაკში, საცხოვრებელ სახლში, სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ, ძლიერი ხანძარი გაჩნდა

18:00; 15.02.2026
საზოგადოება

დედაენის ბაღში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

17:02; 15.02.2026
სამართალი

არასრულწლოვანთა დანაშაულის ზრდა და სისტემური ხარვეზები განრიდების პროგრამაში- რა წერია აუდიტის ანგარიშში

15:49; 15.02.2026
სამართალი

ძალადობა არასრულწლოვანზე – პოლიციელი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა

14:04; 15.02.2026
მსოფლიო

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

13:38; 15.02.2026
პოლიტიკა

17 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყაველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით გამოვა

13:24; 15.02.2026
სამართალი

რამდენ ადამიანს აღმოაჩნდა დადებითი შედეგი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გურიაში

13:03; 15.02.2026
სამართალი

მამაკაცი დაჭრეს- რას აცხადებს შსს

12:53; 15.02.2026
ზაფრანი

„გამოსაშვები გამოცდა“

12:27; 15.02.2026
ზაფრანი

„დამატებითი ტაიმები დაინიშნა და ამან გაგვშიფრა…“

12:24; 15.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო