განათლების სამინისტროში ხარისხის გავნვითარების ცენტრის კონსულტანტმა, ალექსანდრე შელიამ, თვე-ნახევრში, ხელფასის სახით 143 ათასი ლარი მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ, "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ალექსანდრე შელია დღეში იღებს იმაზე უფრო დიდ თანხას, ვიდრე ეს 20 პენსიონერის შემოსავალია.
ოპოზიცია განმარტებებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს სთხოვს.