"ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ადმინისტრირებაში მყოფ სოციალურ სერვისებში გამართულ კულტურულ ღონისძიებებს 14:00 სთ-ზე ბავშვებმა, 15:00 სთ-ზე კი მოხუცებმა უმასპინძლეს.
შეხვედრა, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვა სტუმრებისათვის გაიმართა ძალიან თბილი და ემოციური იყო. ბევრისთვის კი იგი გაცნობით ხასიათს ატარებდა.
ბეგლარ სიორიძე: "ემოციებით ვარ დატვირთული, ძალიან ამაღლებული დღეა, მინდა ვთქვა, რომ ამ ადამიანებს გაუმართლათ, რომ ასეთი მზრუნველობის ქვეშ არიან, დიდი მადლობა თითოეულ ბავშვსა და მოხუცს, რომელთაც ასეთი საოცარი დღე მოგვიძღვნეს. დიდი სიკეთე და სიყვარული მოდის თქვენგან, მინდა თქვენს მეგობრად მიგულოთ".
(R)